მნიშვნელოვანი სიახლეები
რუბიკის კუბიკს სასამართლომ სასაქონლო ნიშნის ფორმა ჩამოარტვა (+ვიდეო)

რუბიკის კუბიკს სასამართლომ სასაქონლო ნიშნის ფორმა ჩამოარტვა (+ვიდეო)

ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ რუბიკის კუბიკის სამ განზომილებიანი ფორმა ამიერიდან სასაქონლო ნიშანი აღარაა. ეს ნიშნავს, რომ ყველას მიეცა უფლება ამგვარი მრავალფერა მექანიკური თავსატეხი დაამზადოს და ბაზარი მალე ლეგალური იაფი იმიტაციებით გაივსება.

ეს თავსატეხი უნგრელი ერნე რუბიკის მიერ 1975 წელს იქნა დაპატენტებული. 2006 წელს  სათამაშოების გერმანულმა მწარმოებელმა   Simba Toys-მა მოითხოვა, რომ კუბიკი დროებითი პატენტით ყოფილიყო დაცული და არა სავაჭრო ნიშნით, რომელიც მანამ მოქმედებს სანამ საქონელი იარსებობს.

10 წლის შემდეგ ლუქსემბურგში მოსამართლეები მოთხოვნას დაეთანხმნენ და დააზუსტეს, რომ  დაპატენტებული შეიძლება ყოფილიყო კუბიკის თვითოეული ელემენტის ბრუნვის ხერხი. ზოგი მონაცემით მსოფლიოში დღემდე 400 მილიონი რუბიკის კუბიკია გაყიდული.