მნიშვნელოვანი სიახლეები
საბერძნეთში კერძო ბინების ტურისტებისათვის მიქირავება დაიბეგრება (+ვიდეო)

საბერძნეთში კერძო ბინების ტურისტებისათვის მიქირავება დაიბეგრება (+ვიდეო)

საბერძნეთის საგადასახადო ორგანოები ტურისტებისათვის კერძო ბინების გამქირავებლებსაც მისწვდა. განსაკუთრებით ეს მათზე ითქმის ვინც ბინებს ინტერნეტ-პლატფორმა Airbnb-ის მეშვეობით აქირავებს. ხელისუფლება ამზადებს კანონს, რომელიც მსგავსი ბინების მფლობელებისგან სავალდებულო რეგისტრირებასა და შემოსავლიდან გადასახადის გადახდას ითხოვს. არენდატორებისგან ყოველ გაქირავებულ ბინაზე 3-5%-იან გადასახადს მოითხოვენ. კანონი სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში ამოქმედდება.

 Airbnb-ის მსგავსმა სერვისმა, სადაც არენდატორები და გაქმირავებლები ერთმანეთთან კავშირს უშუალოდ ამყარებენ, რამდენიმე წელიწადში ტურისტული სექტორი მთლიანად შეცვალა.

სასტუმროების მფლობელები საკუთარ თავს მსხვერპლად მიიჩნევენ. კომპანია Grant Thornton-ის მიერ 2013 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: ყოველწლიურად საბერძნეთის სასტუმროები 523-544 მილიონ ევროს კერძო სექტორთან კონკურენციის გამო კარგავენ. ინდუსტრიამ 15 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგა.

 ესპანურმა ბარსელონამ, რომელიც ყოველწლიურად 9 მილიონ ტურისტს იღებს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ დაბეგრა კერძო ბინების გამქირავებლები. ანალოგიურ ღონისძიებებს მიმართავენ სხვა პოპულარული ქალაქებიც - ამსტერდამი, სან-ფრანცისკო, ჩიკაგო.