მნიშვნელოვანი სიახლეები
საფრანგეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გეგმა (+ვიდეო)

საფრანგეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გეგმა (+ვიდეო)

საფრანგეთში პირველი „მზის გზატკეცილი“ გაიხსნა. ნორმანდიის პატარა ქალაქში მზის ბატარეის პანელებით მოკირწყლული გზა გაიხსნა. იგი საკმარის ენერგიას იძლევა, რათა ქალაქ ტურუვრის ქუჩის განათება უზრუნველყოს.

გზატკეცილის ერთი კილომეტრი 2800 კვადრატული მეტრი მზის პანელებით დაიფარა, რომელიც ადგილობრივ ენერგოქსელზეა მიერთებული.

 საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრ სეგოლენ რუაიალის თქმით „მზის გზატკეცილების შექმნის ოთხწლიანი ეროვნული პროგრამა“ უკვე დაიწყო, მათ შორის დასავლეთ ბრეტანსა და სამხრეთ მარსელში.

ქალაქ ტუტუბრში ყოველდღე 2000-ზე მეტი ავტომობილი პანელების სიმტკიცეს შეამოწმებენ, რომლებიც ფრანგულმა ფირმა „კოლამ“ დაამზადა. იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გზების მხოლოდ 20%-ია მთელი დრო ავტომობილით დაფარული. შესაბამისად არის დიდი ზომის თავისუფალი სივრცე, რომელიც შეიძლება მზის ენერგიის გამოსამუშავებლად გამოვიყენოთ.

 ფირმა „კოლას“ თქმით საფრანგეთი შესაძლოა ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს. ამისათვის 250 000 კილომეტრი გზის მზის ბატარეის პანელებით დაფარვაა საჭირო.

ამ დროს სკეპტიკოსები იმაზე მარჩიელობენ, გაუძლებენ თუ არა მზის პანელები დროსა და ამინდს, რომ აღარაფერი ვთქვათ მძიმე სატვირთო ავტომობილებზე. მზის პანელები, რომელიც გასულ წელს ამსტერდამში ველობილიკებზე დააგეს, ზამთარში დაზიანდა, თუმცა მალევე აღადგინეს.