მნიშვნელოვანი სიახლეები
Samsung–მა   Huawei–სთან საპატენტო ომი დაიწყო (+ვიდეო)

Samsung–მა Huawei–სთან საპატენტო ომი დაიწყო (+ვიდეო)

სმარტფონების სამხრეთ კორეულმა წარმოებამ Samsung Electronics–მა განაცხადა, რომ ჩინეთის რამდენიმე სასამართლოში სარჩელების სერია შეიტანა,რომელშიც ჩინელი კონკურნტი Huawei Technologies საპატენტო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. ორი კვირის წინ Samsung–მა პეკინის სასამართლოში Huawei–ს უჩივლა – პრეტენზია ექვს პატენტს შეეხებოდა, „სამსუნგმა: 24 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა.

Samsung–ს პირველი, ხოლო Huawei–ს მესამე ადგილი უკავიათ სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე. ეს ბაზარი კომპანია IHS–ის მიერ 332 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ჩინურ კომპანიებს ხშირად უწევთ საპატენტო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში მოპასუხე მხარედ გამოსვლა. Huawei–ის მიმართ მსგავსი პრეტენზიები აშშ–ს სასამართლოებშიც იქნა გამოთქმული.