მნიშვნელოვანი სიახლეები
Total-ი ირანის გაზის მოპოვებაში  1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

Total-ი ირანის გაზის მოპოვებაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს

ფრანგულმა ნავთობგაზის კომპანია Total-მა ირანის ხელისუფლებასთან გაზის საბადო სამხრეთი ფარსის დამუშავებაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფრანგული კომპანიის პირველი ინვესტიცია 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სანქციების მოხსნის შემდეგ ეს  პირველი მსხვილი ინვესტიციაა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა ირანის ენერგეტიკულ სექტორში ჩადეს.

 საუბარია სამხრეთ ფარსის საბადოს 11 ფაზის დამუშავებაზე. ეს საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაზის საბადოა. ირანის მხრიდან ხელშეკრულება გააფორმეს ირანის ეროვნულმა ნავთობის კომპანიამ. პროექტის კიდევ ერთი მონაწილეა ჩინური China National Petroleum Corporation (CNPC).

ხელშეკრულების მიხედვით ფრანგული კომპანია  პროექტში 50,1%-ს მიიღებს, ჩინური კომპანია - 30%- და დარჩენილი 19,9% ირანს ეკუთვნის.

სულ საბადოს 11 ფაზის (უბნის) დამუშავებას 4 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება. საბადოს საპროექტო სიმძლავრეა თითქის 2 მილიარდი კუბური ფუტი (56,8 მილიონი კუბურიმეტრი) გაზის დღე-ღამეში, რაც 400 ათას ბარელ ნავთობის ექვივალენტს შეადგენს. საბადოს ექსპლოატაცია 2020 წელს დაიწყება.