აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ფინანსურ სფეროში რეგულაციებს შეასუსტებს. საუბარია დოდდ-ფრანკის კანონის გადახედვას და შერბილებას. ეს კანონი 2010 წელს მიიღეს და იგი მოწოდებულია 2008 წლის ფინანსური კრიზისი აღარ განმეორდეს.
მეწარმეთა საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა:
„აქ ბანკირები არიან შეჯრებილები და არავის არ შეუძლია დოდდ-ფრამკის კანონზე მეტის მოყოლა, ვიდრე ბანკ JP Morgan Chase-ის ხელმძღვანელს ჯეიმი დაიმონს. ჩვენ გავაუქმეთ ამ კანონის ბევრი მუხლი იმიტომ, რომ ბევრ ჩემ მეგობარ ბიზნესმენს არ შეეძლო კრედიტის აღება. ისინი ფულს ვერ იღებდნენ, რადგან ბანკები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ“.
ბარაქ ობამას მიერ ხელმოწერილი დოდდ-ფრანკის კანონი ფინანსური მომსახურეობის სფეროში ხელისუფლების ფედერალური ორგანოების ძალაუფლებას ზრდიდა. ასევე შემოღებული იყო ფინანსური რეგულირების ახალი ორგანო - ფინანსურ სტაბილურობაზე ზედამხედველობის საბჭო.