მნიშვნელოვანი სიახლეები
ვანკუვერში უცხოელებისათვის უძრავ ქონებაზე გადასახადს აწესებენ

ვანკუვერში უცხოელებისათვის უძრავ ქონებაზე გადასახადს აწესებენ

ვანკუვერი სპეციალურ გადასახადს აწესებს იმ უცხოელებისათვის, რომლებსაც ქალაქში უძრავი ქონების შეძენა სურთ.  ქალაქის ხელისუფლებას ამგვარად უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის შეჩერება სურს.

როგორც ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს უცხოელებისათვის  უძრავი ქონების შესაძენად 15%–იანი გადასახადი უძრავი ქონების შეძენის მსურველ უცხოელი მყიდველების მნიშვნელოვან ნაწილს დააფრთხობს.

 უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ვანკუვერში უძრავ ქონებაზე ფასებმა უცხოელი მყიდველების რიცხვის ზრდის გამო მოიმატა. უცხოელთა უმრავლესობა ჩინეთიდანაა.

ქვეყნის ხელისუფლების მონაცემებით, ივლისის 4 დღეში უცხოელებმა კანადის პროვინცია ბრიტანულ კოლუმბიაში  უძრავი ქონების შესაძენად 1 მილიარდი დოლარი დახარჯეს.