მნიშვნელოვანი სიახლეები
XIX საუკუნის შემდეგ ბრიტანეთმა პირველად განაცხადა უარი ნახშირზე

XIX საუკუნის შემდეგ ბრიტანეთმა პირველად განაცხადა უარი ნახშირზე

XIX საუკუნიდან დღემდე  დიდმა ბრიტანეთმა ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ქვანახშირზე გამომუშავებული ელექტროენერგია არ გამოიყენა.

ბრიტანეთის ელექტროგადამცემი ხაზების  ოპერატორის (ქსელების ეროვნული კომპანია) მონაცემებით,  21 აპრილი ქვანახშირზე  უარის თქმის პროგრამაში განსაკუთრებული დღე გახდა. ამ პროგრამით 2025 წლისათვის დიდმა ბრიტანეთმა ქვანახშირი საერთოდ უნდა ამოიღოს მოხმარებიდან.

ქვანახშირი გარემოს ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი სასარგებლო წიაღისეულია. გარემოს დაბინძურებაზე გადასახადი უკვე იმ ზღვარს აღწევს, რომ ქვანახშირის ელექტროსადგურები არარენტაბელური ხდება. დიდი ბრიტანეთი ნელ-ნელა უკვე ელექტროენერგიის განახლებად წყაროებზე გადადის - ქარზე და მზის სინათლეზე.

 ქვანახშირის კვლავ გამოყენებას მრეწველობა ითხოვს. ამიტომაც მასზე საბოლოოდ უარის თქმა 2025 წლისათვის არის ნავარაუდევი.

 2015 წლის დეკემბერში დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი ღრმა, კელინგის ქვანახშირის მაღარო დაიხურა, რომელიც ინგლისის ჩრდილოეთში იორკშირის საგრაფოში მდებარეობს. მასში 800 მეტრის სიღრმეზე 450 ადამიანი მუშაობდა.

 დიდ ბრიტანეთში დღემდე რამდენიმე ქვანახშირის კარიერი კვლავს აგრძელებს მუშაობას.

 2016 წლის ივლისში ველური ბუნების მსოფლიო ფონდის და სხვა ორგანიზაციების მიერ მომზადდა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ევროპაში ქვანახშირის ელექტროსადგურების  მუშაობა წელიწადში  23 ათასი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვანახშირის ელექტროსადგურების მიერ დაბინძურებული ჰაერი საზღვრებს ადვილად გადაკვეთს და  მას არა მხოლოდ დამაბინძურებელი ქვეყნის, არამედ სხვა ქვეყნების მოსახლეობაც ისუნთქავს.

 2015 წლის ბოლოსათვის ევროკავშირში 280 ქვანახშირის ელექტროსადგური მუშაობდა. 2015 წელს ქვანახშირის წილად ევროკავშირში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის 24% მოდიოდა. ევროპაში ქვანახშირის წილი ენერგეტიკაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი და ჩეხეთი, ელექტროენერგიის  ამ სახეობაზე უარის თქმას  ჯერჯერობით არ აპირებენ.