მნიშვნელოვანი სიახლეები
10 ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი

10 ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი

ისტორია სავსეა მამაკაცების სახელებით, მაგრამ დრო და დრო გამოჩნდებოდნენ ქალები, რომლებიც ისეთივე ძალაუფლებას აღწევდნენ, როგორც კაცები. აქ არის წარმოდგენილი 10 ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი ისტორიაში.

undefined

10) ელეონორა აკვიტანელი

ელეონორა აკვიტანელი, მთელს ევროპაში შუა საუკუნეების ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და დიდი ძალაუფლების მქონე ქალი იყო. სულ რაღაც 15 წლის ასაკში, მან მემკვიდრეობით მამისგან მიიღო აკვიტანიის და პუატიეს საჰერცოგოები და მათი დამოუკიდებელი მმართველი გახდა. 1137 წელს გაჰყვა ლუდოვიკო VIII და გახდა საფრანგეთის დედოფალი. მას ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც კი ახლდა და ბიზანტიის იმპერიაშიც იმოგზაურა. ელეონორამმნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოლაპარაკებებში წმინდა მიწასა და კონსტანტინეპოლს შორის. 1152 წელს ის გაეყარა ლუდოვიკოს და 1154 წელს მეორედ გათხოვდა ინგლისის მეფე ჰენრი II–ზე.

1170 წელს ტომას ბეკეთი, კენტერბერიის ეპისკოპოსი მოკლეს ჰენრი II–ის წინააღმდეგ წასვლისთვის. ელეონორა ამ მკვლელობის წინააღმდეგი იყო. ამას მოყვა 1773–1774 წლების აჯანყება, სადაც ის თავის შვილებთან ერთად აჯანყებულების მხარეს იყო ჰენრი II–ის წინააღმდეგ. საბოლოოდ დედოფალი დამარცხდა და 16 წლით ციხეში მოხვდა.

undefined

9) ჰატშეფსუტი

ჰატშეფსუტი უძველეს დროში ერთ–ერთი უძლიერესი ქალი იყო. ის ეგვიპტის მე–18 დინასტიის მე–5 ფარაონი იყო. ჰატშეფსუტი დაქორწინდა თავის ავადმყოფ ნახევარ ძმაზე თუტმოს II–ზე. ისინი ერთად მმართავდნენ ეგვიპტეს მათი მამის თუტმოს I–ის გარდაცვალების შემდეგ. ძმის სიკვდილის შემდეგ ჰატშეფსუტმა დამოუკიდებლად გააგრძელა ეგვიპტის მართვა სანამ ძვ.წ.ა. 1458 წელს არ გარდაიცვალა.

მისი მმართველობისას ეგვიპტეში ყვაოდა მშენებლობა და ვაჭრობა. მან მოაწყო სავაჭრო ექსპედიციები პუნტის ქვეყანაში, რომელიც ეგვიპტის სამხრეთის მდებარეობდა. სავარაუდოდ მან აწარმოა წარმატებული სამხედრო კამპანიები ნუბიის, სირიის და ლევანტის ტერიტორიებზე.

undefined

8) ავსტრიელი მარია ტერეზა

1740 წელს მარია ტერეზამ მისი მამის, საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI–ისგან მიიღო მემკვიდრეობით ჰაბსბურგების კონტროლირებადი ტერიტორიები ცენტრალურ ევროპაში.

მარია ტერეზამ მონაწილეობა მიიღო განმანათლებობაში. ის ხელს უწყობდა განათლებას და ლიბერალურ პოლიტიკას. მან დაარსა მეცნიერების და ლიტერატურის სამეფო აკადემია ბელგიაში. ის აფინანსებდა ვენის სამედიცინო უნივერსიტეტს და ეხმარებოდა სამეცნიერო კვლევებში. მარია ტერეზამ კანონით აკრძალა კუდიანების ცოცხლად დაწვა, წამება, სიკვდილით დასჯა და განათლება სავალდებულო გახადა.

undefined

7) დედოფალი თეოდორა

დედოფალი თეოდორა იყო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინეანე I–ს მეუღლე და თანამმართველი. გათხოვებამდე ის იყო მსახიობი და წვეულებებზე დიდებულებს ართობდა. თეოდორა ქმართან ერთად მართავდა იმპერიას. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნიკეას აჯანყებისას. იუსტინეანე I–ს კონსტანტინეპოლის დატოვება სურდა, თუმცა თეოდორამ დაარწმუნა დარჩენილიყო და შეძლო აჯანყება ჩაეხშო. დედოფალმა თეოდორამ კონსტანტინეპოლში აკრძალა ძალდატანებით მეძავად მუშაობა და დახურა ბორდელები. ასევე მისი ხელშეწყობით ქალებს მეტი უფლებები მიეცათ გაყრასა და საკუთრების მფლობელობაში. დედებს მისცა შვილების მეურვეობის უფლება. მისი სურვილით სიკვდილით დასჯა დააწესდა გაუპატიურებაზე და აკრძალა ცოლის მოკვლა ღალატის შემთხვევაში.

undefined

6) იმპერატორი ქალი ვუ ზეტიანი

ჩინეთის ისტორიაში ვუ ზეტიანი მიიჩნევა ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე იმპერატორ ქალად. ის ცხოვრობდა ტანის დინასტიის დროს და იყო მდიდარი დიდებულის ოჯახიდან. ვუ ზეტიანი 13 წლის იყო, როცა იმპერატორ ტაი ცუნგის ხარჭა გახდა. 649 წელს იმპერატორის სიკვდილის შემდეგ ტახტი კაო ცუნგს გადაეცა და ის სასახლიდან გაგზავნეს, რომ ბუდისტი მონაზონი გამხდარიყო. ახალი იმპერატორის ცოლის ვანგის დახმარებით ვუ ზეტიანი სასახლეში დაბრუნდა. ვანგს სურდა ვუ ზეტიანის დახმარებით იმპერატორის საყვარელი ხარჭა ქსიაო მოეშორებინა, მაგრამ საბოლოოდ ვუ ზეტიანი იმპერატორ კაო ცუნგის ყველაზე საყვარელი ხარჭა გახდა და შემდგომ დედოფალ ვანგის ადგილიც დაიკავა. ვუ ზეტიანი იმპერატორის მეუღლე გახდა და ვანგი და ქსიაო მისი ბრძანებით სიკვდილით დაისაჯნენ. 683 წელს იმპერატორი კაო ცუნგი გარდაიცვალა, როგორც მისი ქვრივი, ვუ მართავდა ჩინეთს. 690 წელს კი ოფიციალურად მიიღო იმპერატორის წოდება. მან ტანის დინასტია ზოუს დინასტიით შეცვალა. ის არის პირველი იმპერატორი ქალი ჩინეთის ისტორიაში.

ვუ ზიტიანი ხელს უწყობდა ბუდიზმის გავრცელებას სახელმწიფოში. მისი მმართველობისას ჩინეთის სახემწიფო რელიგია ტაოიზმი შეიცვალა ბუდიზმით.

undefined

5) იზაბელ I კასტილიელი

ისაბელა I კასტილიელი მიიჩნევა ერთ–ერთ ძლევამოსილ, მაგრამ ამავე დროს ყველაზე წინააღმდეგობებით სავსე დედოფლად ესპანეთის ისტორიაში. ის ძრითადად ცნობილია ქრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობის დაფინანსების, ინკვიზიციის შემოღების და ესპანეთის სამეფოების გაერთიანებისთვის. ისაბელა I მართავდა თავის მეუღლე ფერდინანდ არაგონელთან ერთად 1474 წლიდან 1504 წლამდე.

ისაბელას და ფერდინანდის ძალაუფლების მოსვლისთვის რეკონკისტა უკვე დამთავრებული იყო, მაგრამ მონარქები სამეფოში დარჩენილ მუსლიმებსა და ებრაელებში საფრთხეს ხედავდნენ, რის გამოც წამოიწყეს ინკვიზიცია. ისაბელა რომის კათლიკური ეკლესიის მიერ მოიხსენიება, როგორც „ღვთის მსახური ისაბელა“.

ისაბელა ასევე იყო ქრისტოფერ კოლუმბის მოგზაურობების დამფინანსებელი 1492 წელს. ახალი მიწების აღმოჩენით ესპანეთი შემდგომ გადაიქცა დიდ და ძლევამოსილ იმპერიად.

undefined

4) ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ I

მიუხედავად იმისა, რომ ელიზაბეტ I არ არის ინგლისის პირველი მმართველი დედოფალი, მაგრამ ის იყო პირველი აბსოლიტურ მართველობის მქონე მონარქი ქალი. მან უარი განაცხადა ქორწინებაზე, რის გამოც მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც „ქალწულ დედოფალად“. ელიზაბეტ I ცნობილია ინგლისში რენესანსის მოტანით, ესპანური არმადის განადგურებით და ინგლისში პროტესტანტიზმის საბოლოოდ დამკვიდრებისთვის. ის იყო ინგლისის მეფე ჰენრი VIII–ის და მისი მეორე ცოლის ანა ბოლეინის შვილი. იყო თოუდორების დინასტიის ბოლო წარმომადგენელი. ელიზაბეტი იყო უაღრესად განათებული და ხელს უწყობდა ქვეყანაში კულტურის განვითარებას. მისი მმართველობისას სამეფო კარი სავსე იყო პოეტებით, ფილოსოფოსებით და ხელოვანებით. ელიზაბეტის დროს მრავალი ცნობილი ინგლისელი პოეტი მოღვაწეობდა მათ შორის არიან უილიამ შექსპირი, ედმუნდ სპენსერი და ქრისტოფერ მარლო.

undefined

3) დედოფალი ცისი

სავარაუდოდ ვუ ზეტიანის შემდგომ ცისი ჩინეთში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი იყო. ის გახლდათ ძალიან ამბიციური და კონსერვატიული ლიდერი. ცისი იყო იმპერატორ სიენ ფენის მეუღლე. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი გახდა მისი შვილის ტუნ ჩინის რეგენტი. ახალგაზრდა იმპერატორი მალევე გარდაიცვალა. ტახტის მის ბიძაშვილს კუან სიუს გადაეცა, რომლის რეგენტი ისევ ცისი გახდა.

undefined

2) რუსეთის ეკატერინე II

ეკატერინე II, ასევე ცნობილი როგორც ეკატერინე დიდი ცნობილია რუსეთში განმანათლებობის იდეების შემოღებით. ის დაიბადა პოლონეთში, ლუთერანული რწმენის გერმანელი პრინცის ოჯახში. 1744 წელს ის გაემგზავრა რუსეთში, რომ ექორწინა რუსეთის ტახტის მემკვიდრე პეტრე III–ზე. ეკატერინემ მალევე ისწავლა რუსული ენა და მიიღო მართმადიდებლობა, მაგრამ ქორწინება მისთვის წარმატებული არ გამოდგა. 1762 წელს ის აუჯანყდა თავის მეუღლეს და რუსეთის იმპერატრიცა გახდა.

ეკატერინეს დროს რუსეთის იმპერიას ახალი ტერიტორიები შეემატა. მან გააგრძელა პეტრე I–ის საქმე და ხელს უწყობდა რუსეთის ევროპულ კულტურასთან დაახლოებას.

undefined

1)   დედოფალი ვიქტორია

დედოფალი ვიქტორია იყო არა მარტო გაერთანებული სამეფოს, არამედ მთელი ბრიტანეთის იმპერიის მმართველი. მის სამეფოში შედიოდა 14.2 მილიონი კვადრატული მილის ტერიტორია, მოიცავდა ექვსს კონტინენტს და 400–დან 458 მილიონამდე ადამიანს მართავდა. ის ტახტზე ავიდა 1837 წელს და 63 წლის განმავლობაში იყო დედოფალი.

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია თავის ძალაუფლებას ბრიტანეთის პარლამენტთან იყოფდა ის მაინც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ბრიტანეთის პოლიტიკაში. მაგალითად დედოფალი გარკვეულ როლს თამაშობდა მინისტრთა კაბინეთის არჩევებში, ასევე ინგლისის ეკლესიის ეპისკოპოსების და ზოგი ელჩების დანიშვნეშიც.  ვიქტორიამ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის იმპერიის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ რეფორმებში. ის მხარს უჭერდა 1838 წელს მთელს იმპერიაში მონობის აკრძალვას.