მნიშვნელოვანი სიახლეები
2000 წლის წინანდელ ბავშვის ბერძნულ სამარხში სათამაშოები იპოვეს

2000 წლის წინანდელ ბავშვის ბერძნულ სამარხში სათამაშოები იპოვეს

2000 წლის წინანდელი ბავშვის სამარხში უძველესი ბერძნული ქალაქ პარიონის მახლობლად, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა გულისამაჩუყებელი აღმოჩენა გააკეთეს. გათხრებისას რამოდენიმე უძველესი ბავშვის სათამაშო იპოვეს, რათა გარდაცვლილს სხვა ცხოვრებაშიც ეთამაშა.

გათხრების ხელმძღვანელი პროფესორ ჰასან კასაოღლუს თქმით, მათ ორი ბავშვის ნეშთი იპოვეს -  გოგონას სამარხში ქალის ფიგურები იყო, ბიჭისაში კი კაცის ფიგურები. ეს 2000 წლის წინანდე კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაზე ბევრ ინფორმაციას იძლევა. „2000 წლის წინ გოგონები „ბარბის“ მაგვარი თოჯინებით თამაშობდნენ ზუსტად ისე, როგორც დღეს“, ამბობს პროფესორი კასაოღლუ.

თოჯინების მნიშვნელობა ისტორიაში

თოჯინები ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა ცხოვრებაში და  არქეოლოგიური გათხრებით  მათი მრავალი ნიმუშებია აღმოჩენილი. ყველაზე უძველესი სათამაშო 4500 წლის წინანდელი ახალშობილის სამარხში იპოვეს. არქეოლოგთა კვლევით ბავშვი ერთ წელზე მეტის არ იქნებოდა და გულზე ირმის რქისგან გამოთლილი ადამიანის და ცხოველთა თავიანი ფიგურები ესვენა.

2016 წელს კი თურქეთში იპოვეს ბრინჯაოს ხანის საჩხრაკუნო, რომელიც ხელში ჯანჯღარისას ხმას დღესაც კი გამოსცემს. ეს უნიკალური არტეფაქტი ბევრს გვიყვება უძველეს დროში ბავშვთა ცხოვრებასა და განვითარებაზე.

სათამაშო ორნამენტებით იყო გალამაზებული და შიგ პატარა ქვები ეყარა. სათამაშოს ბურთის ფორმა აქვს და სავარაუდოთ პატარა ბავშვი მისით ძვ.წ.ა. 2200 წლის წინ თამაშობდა.