მნიშვნელოვანი სიახლეები
2000 წლის წინანდელი ხორცის სუფი ჩინელი დიდებულის სამარხში იპოვეს

2000 წლის წინანდელი ხორცის სუფი ჩინელი დიდებულის სამარხში იპოვეს

უძველეს ხარის მოშუშული ხორცის ნარჩენები შემოინახა ქვაბმა, რომელიც იპოვეს ჩინელი დიდებულის სამარხში. სამარხი ჰენანის პროვინციაში ქალაქ ქსინიანგის მახლობლად მდებარეობს და 2000 წლის წინანდელია, ეკუთვნის ჩუს სამეფოს პერიოდს. სამთავრობო პირები სამარხის ზუსტ ადგილს საიდუმლოდ ინახავენ მისივე უსაფრთხოებისთვის.

მოშუშული ხორცი ან სუფი შეიცავდა ხარის ძვლებს, ხორცს და სხვა ინგრედიენტებს, თუმცა ისინი ჯერ უცნობია. არქეოლოგები ჯერ კიდევ აგრძელებენ მის შესწავლას.

Chine’s Global Times-ის საიტი იტყობინება, რომ დიდებულების საყვარელი საჭმელი ხშირად იმარხებოდა მათთან ერთად, რათა სიკვდილის შემდგომაც  თან ჰქონოდათ.

Global Times-ი ასევე სხვა უძველეს ჩინურ საჭმელებზეც მოგვითხრობს, როგორიცაა:

  • ლოტოსის ძირის სუფის ქილა ჰანის დინასტიიდან, რომელით თარიღდება ძვ.წ.ა. 206-დან ახ.წ.ა. 220 წლებს შორის და აღმოაჩინეს მავანგჰუის პროვინციაში 1972 წელს
  • ტანგის დინასტიის სამარხში ნაპოვნი გუფთა თარიღდება  ახ.წ.ა. 618 წლისა და 907 წლებს შორის. სამარხი ქსინჯანგის პროვინციაში მდებარეობდა.
  • დაახლოებით 26 ლიტრი უძველესი ლიქიორი შაანქსის პროვინციის ქალაქ ქსიანიდან.