მნიშვნელოვანი სიახლეები
2200 წლის წინანდელი ბრინჯაოს ფირფიტები შესაძლოა ეტრუსკუთა სამყაროს გაგებაში დაგვეხმაროს

2200 წლის წინანდელი ბრინჯაოს ფირფიტები შესაძლოა ეტრუსკუთა სამყაროს გაგებაში დაგვეხმაროს

2200 წლის წინ ეტრუსკელმა ოსტატმა შექმნა ფირფიტები, რომელიც უძველესი ცივილიზაციის ენის გაგებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. უნიკალური ბრინჯაოს არტეფაქტი შეიცავს წარწერებს ეტრუსკული ცივილიზაციის საიდუმლოებებზე.

ეტრუსკები საიდუმლოებებით მოცული ცივილიზაციაა. მათ გააჩნდათ თავიანთი საკუთარი ენა, რელიგია, არქიტექტურა და სხვა კულტურული ასპექტები. ისინი განსხვავდებოდნენ სხვა ცნობილი უძველესი ცივილიზაციებისგან, სანამ მათი რომანიზაცია მოხდებოდა. ამიტომაც მსგავსი არტეფაქტების აღმოჩენა მნიშვნელოვანი გახლავთ.

ამოუცნობი ფირფიტები

ფირფიტები ქალაქ კორტონას მახლობლად აღმოაჩინეს. ის ტოსკანას პროვინციაში მდებარეობს.

ფირფიტები 1992 წელს იპოვეს არქეოლოგებმა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ის არ გამოუფენიათ. არტეფაქტი ბრინჯაოსია და უცნობი მიზეზის გამო 8 ნაწილად დაუტეხიათ. სამწუხაროთ ერთი ნაწილი დაიკარგა. ფირფიტები 2-3- მილიმეტრის სისქისაა და მისი ზომებია 50 და 30 სმ-ს შორის. ფირფიტები ცვილით იყო დაფარული. სავარაუდოდ ისინი დატეხეს და შემდგომ სხვა მიზნით იყენებდნენ.

შეთანხმება

ფირფიტის ტექსტიდან ჩანს, რომ  მიწის ერთი  მფლობელი თავის საკუთრებას სხვას გადასცემს. ამით მისი შინაარსი არაა უნიკალური. თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე გრძელი ეტრუსკული დოკუმენტია რაც კი მოიპოვება.

ფირფიტები შეისწავლეს ლუჩიანო აგოსტინიანიმ და ფრანჩესკო ნიკოსია. მათ დაადგინეს ტექსტის შინაარსი, მაგრამ ამავე დროს ბევრ სპეციფიკურ ინფორმაციასაც წააწყდნენ. მაგალითად ადამიანთა სახელებს, რომლებმაც დადეს კონტრაქტი. ასევე გამოყენებული იყო ეტრუსკული ენა, რომელიც საერთო იყო ყველა რეგიონისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს ენის რამოდენიმე დიალექტი არსებობდა, რადგან ის ენობრივად განსხვავდებოდა სხვა ეტრუსკული ტექსტებისგან. კორტონას მხარეში მცხოვრებ ეტრუსკებს თავიანთი დიალექტი უნდა ჰქონოდათ.