მნიშვნელოვანი სიახლეები
2500 წლის წინანდელი ნიანგებს მუმია (+ვიდეო)

2500 წლის წინანდელი ნიანგებს მუმია (+ვიდეო)

უძველეს ეგვიპტეში არა მარტო ადამიანებს უტარებდნენ მუმიფიცირებას. ამ პროცესის ნაწილი დიდი ნიანგიც კი გამხდარა. ერთ-ერთი მათგანი დანიის სიძველეების ნაციონალურ მუზეუმში შეისწავლეს. კვლევის დროს მეცნიერები ნანახით გაოგნებულები აღმოჩნდნენ.

პრესის განცხადებით სამი მეტრის სიგრძის მუმია 3D CT სკანერში გაატარეს. მუმია პირველად 1996 წელს ძველი მოდელის CT სკანერით იყო შესწავლილი რითაც დამტკიცდა, რომ ერთი მუმია სინამდვილეში ორი ერთად გახვეული ნიანგის იყო. ახალი სკანერით მუშაობისას კი მათ არა მარტო ორი დიდი ნიანგი, არამედ  ათობით პატარა ნიანგებიც დაინახეს.

ეს აღმოჩენა დიდი სურპრიზი აღმოჩნდა მუზეუმისთვის, რადგან ნიანგის მუმიები ძალიან იშვიათია. ამასთან ტილოებში პატარა ნიანგებთან ჩადებული ამულეტებიც აღმოაჩინეს, რაც მკვლევარებს დაეხმარათ ცხოველთა მუმიფიცირებაზე უფრო მეტი გაეგოთ - როგორიცაა მათი ფიზიკური მახასიათებლები და სხეულების გამოშრობისა და ტილოებში გახვევის პროცესი. თანამედროვე 3D CT სკანერით მეცნიერებს საშუალება მიეცათ თითოეული მუმიის სხეული დეტალურად შეესწავლათ.

მუზეუმმა გადაწყვიტა ამ აღმოჩენით ესარგებლა და 2016 წლის 18 ნოემბერს მნახველებს საშუალება მისცა ნიანგთა ვირტუალური აუტოფსია და მუმიფიცირება თავად ენახათ. მუზეუმმა პრესასთან გააცხადა:

„ჩვენ მნახველებს საშუალება მივეცით გაცნობოდნენ სამეცნიერო კვლევას. როცა ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ,  არ ველოდით რაიმე ახალ აღმოჩენებს. რაც არ უნდა იყოს მუმია ადრეც იყო სკანირებული. ამიტომაც პატარა ნიანგების მუმიების დანახვა ახალი 3D სკანერით მოულოდნელი იყო.“

ეგვიპტოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ნიანგის მუმიებს ერთად ჩაუტარეს მუმიფიცირება, რადგან ეს შესაძლოა ეგვიპტური ტრადიცია ყოფილიყო. მეორე სავარაუდო ახსნით მსგავსი მუმიფიცირება მოხდა, რადგან ღმერთ სობეკის საპატივცემულოდ არ იყო დიდი ნიანგის შესაწირავი, ამიტომაც ორი დიდი და ათობით პატარა ნიანგები ერთად შეახვიეს.

ნიანგების, არმიის, ნაყოფიერებისა და ნილოსის ღმერთი სობეკის კულტი ეგვიპტეში ძველი სამეფოს პერიოდიდან იყო პოპულარული. ის იყო ქალაქ კროკოდილოპოლისის ანუ ეგვიპტურად „შედეტის“ მფარველი. სობეკი მრისხანე ბატონად მიიჩნეოდა, რითაც ნილოსის დიდი ნიანგები გამოირჩევიან. მისი თაყვანისცემის მთავარი ცენტრი იყო ქომ ომბოში, სამხრეთ ეგვიპტეში. ეს ტაძარი პტოლემეების დროს აიგო და რომეული პერიოდის დასრულებამდე მოქმედად დარჩა.

ცხოველთა მუმიები უძველესი ეგვიპტის ისტორიის ყველაზე გასაოცარი ნაწილი გახლავთ. 2015 წელს მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინეს ცხოველთა მუმიების ყველაზე დიდი სასაფლაო.

ეს კვლევა BBC-ს სატელევიზიო პროგრამაში გაშუქდა სახელით „70 მილიონი ცხოველის მუმია: ეგვიპტის გასაოცარი საიდუმლო.“