მნიშვნელოვანი სიახლეები
28 თანავარსკვლავედიანი ზოდიაქო უძველესი ჩინური აკლდამიდან

28 თანავარსკვლავედიანი ზოდიაქო უძველესი ჩინური აკლდამიდან

ეს ნახატი მსგავსი შინაარსის ნახატებიდან ყველაზე ვრცელი და სავსეა.

ჩინეთის შენსის პროვინციის არქეოლოგიის ინსტიტუტის კორესპონდენტისგან მიღებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ ამ პროვინციის ძინბიანის მაზრაში ხანის დინასტიის აკლდამაში გაძარცვული სამარხი აღმოაჩინეს, რომლის კედელზეც ვარსკვლავებიანი ცა იყო გამოსახული.

ეს ცის პირველი გამოსახულებაა, სადაც მთელი სივრცე 28 თანავარსკვლავედის სახლად არის გაყოფილი . ნახატზე არა მხოლოდ თანავარსკვლავედების ფორმები, არამედ ვარსკვლავთა რაოდენობა, მათი სქემები და სახელებიც კია დატანილი. იმავდროულად აღნიშნული ნახატი ყველაზე უფრო ვრცელი და სავსეა მსგავს ნახატებს შორის.

ექსპერტების აზრით ეს ნახატი ხანის დინასტიის მმართველობისას ასტრონომიის განვითარებაზე  ფასეულ ინფორმაციას გვაწვდის. ამას გარდა იგი გვაცნობს დუნ ხანის დინასტიის დროს მოსახლეობის რწმენაზე, ჩვეულებებზე და  შეგნებაზე. ეს ნახატი დიდ მნიშვნელობას იძენს დუნ ხანის, სინ ხანის და ცინის დინასტიების დროს გავრცელებული მითების შესწავლისას.