მნიშვნელოვანი სიახლეები
2800 წლის წინანდელი სტელა ბიბლიურ ისტორიას სხვა მხრიდან წარმოგვიჩენს

2800 წლის წინანდელი სტელა ბიბლიურ ისტორიას სხვა მხრიდან წარმოგვიჩენს

როცა სიტყვა „ბიბლია“ და „ისტორია“ ერთად გაიჟღერებს, ხალხის აზრი ორ ნაწილად იყოფა: ან ყოველი სიტყვა  ჭეშმარიტია ან ყველაფერი ადამიანის მოგონილი ზღაპარია.

თუმცა სიმართლის დადგენა ასე მარტივიც არაა. ზოგი ბიბლიური ისტორიის ნამდვილობა დამტკიცებულია და ნამდვილად მოხდა. ჩვენ გაგვაჩნია უძველესი ჩანაწერები სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ადასტურებენ მომხდარ ამბავს.

მაგრამ ისინი ზუსტად ისევე არასდროს ჰყვებიან, როგორც ბიბლიაშია. ხალხი, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ იბრძოდნენ, არ წერენ მათ დიდებაზე - მოვლენებს თავიანთი კუთხით გვიყვებიან და ეს კუთხე მუდამ განსხვავდება.

მოაბელების სტელა, 2800 წლის წინანდელი ქვის ფირფიტა, მეოთხე მეფეთა წიგნის მესამე თავის ისტორიას გვიყვება, ისრაელისა და მოაბის სამეფოებს შორის გამართულ ომზე. ქვაზე დაწერილი ტექსტის ავტორად მოაბელების მეფე სახელდება - და ის არ თვლის, რომ ის ბოროტი წარმართი ომის მოყვარე ადამიანი გახლდათ, არამედ თავი გმირი ჰგონია.

მჩაგვრელი ისრაელი

ბიბლიური გადმოცემით ჩვენ არ ვიცით თუ რატომ დაიწყო ომი. წმინდა წერილის მიხედვით მოაბელები „აუჯანყდნენ“ ისრაელის ხალხს. მათთან ომი იყო სასჯელი, რომელიც ღმერთმა დაუშვა თავის ხალხზე, რადგან კერპებს ეთაყვანებოდნენ - მაგრამ იქ არ წერია თუ რას ფიქრობდნენ ამაზე მოაბელები.

მოაბის სტელაზე წერია მოაბის მეფე მეშაყის აზრი - და მისი თქმით „ისრაელის სამეფო მოაბისას მრავალი დღის მანძილზე ავიწროებდა“. ისრაელის ხალხმა აიღო მოაბელების ქალაქი მედება. მეშაყის მამამ სცადა მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკება, მაგრამ როცა მოაბელებმა ისრაელიანებს ქალაქის განთავისუფლება სთხოვა, მათ მისი „სამუდამო დანგრევით“ დაიმუქრნენ.

მოაბელების აზირთ ისრაელის უსამართლობას დიდი ხნის მანძილზე ითმენდნენ. მედება არ იყო მათ მიერ პირველი წართმეული ქალაქი - რაც მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა წარმართი ხალხისთვის. ათამდე ქალაქის სახელი წერია, რომელიც ისრაელის ხალხმა მოაბელებს წაართვეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნელ-ნელა იპყრობდნენ მათ მიწებს.

ეს ზოგ ბიბლიურ გაურკვევლობას ნათელს ფენს. მაგალითად ნებო მოსეს სიკვდილისთვის მოაბელების ქალაქი იყო. შემდგომ კი ვიგებთ, რომ ის მოაბელებმა ისრაელის ხალხს წაართვეს.

ისრაელის ისტორიაში ნათლად არ ჩანს თუ როდის გახდა ნებო მათი ქალაქი, მაგრამ მეშაყთან ამას ვგებულობთ. ისრაელის ხალხმა ქალაქები ძალით მიიტაცეს და პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში მისი სრული განადგურებით იმუქრებოდნენ ხოლმე.

მეშაყ დამპყრობელი

მამისგან განსხვავებით მეშაყი ისრაელის ხალხის მიმართ არ იყო რბილი - მან ომი დაიწყო.

ომის ისტორია რაღაცით ჰგავს კიდეც ბიბლიურს მოვლენათა თანმიმდევრობის მხრივ. როგორც ჩანს მოაბელები ძალიან იყვნენ „დამპყრობელების“ ზეგავლენის ქვეშ. მათი ენა ძალიან ჰგავს ებრაულს და როგორც ბიბლიაშია, ისინი თავიანთ გამარჯვებას ზეციურ ნებად მიიჩნევენ. მაგრამ ამ შემთხვევაში ღმერთის სახელი ჩემოშია.

ათაროზთან გამარჯვების მიღების შემდგომ მან გადაწყვიტა ყველა ქალაქი დაებრუნებინა, რომელიც მისი აზრით მოაბელებს ეკუთვნოდათ.

მოაბელებს დიდი სისასტიკე გამოუჩენიათ როცა ნებოს მიაღწიეს. ისინი ქალაქს ღამით დაესხნენ თავს და „შვიდი ათასი კაცი“ მოკლეს. შემდგომ ყველა ქალი შეიპყრეს და ჩემოშს შესწირეს მსხვერპლად.

მეშაყი იკვეხნის და ამაყობს, რომ მან ისრაელის რჩეულ კაცებს მონად ამუშავებდა და უფრო და უფრო მეტ წარმატებას აღწევდა ომში.

სტელას ბოლო ნაწილი დაზიანებულია და სიტყვები გარკვევით არ იკითხება, თუმცა როგორც ჩანს ბოლო აღებული ქალაქი ჰორონაიმი უნდა იყოს.

მეშაყის მიერ უთქმელად დატოვებული

მოაბელების სტელა ბიბლიურ ისტორიას სულ სხვა კუთხით გვიყვება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყველაფერში მართალია. როგორც ისრაელის ხალხმა, მანაც მხოლოდ ისტორიის ნაწილი მოყვა და მხოლოდ ის, რომელიც მას განადიდებდა.

ისტორიის ბიბლიურ ვერსიაში ისრაელიანები იუდეას და ედომის ხალხებთან ერთად იბრძვიან მოაბის წინააღმდეგ. საღვთო განგებულებით ისინი ახერხებენ საპასუხო ბრძოლას, მაგრამ მოაბი მაინც იმარჯვებს. თუმცა ისრაელიანები წერენ იმ პატარა ისტორიას, რაზეც მეშაყი არ ჰყვება - როგორ მოიგო მან ომი?

ბიბლიური გადმოცემით მეფე მეშაყმა თავისი პირმშო ვაჟი ქალაქის კედელთან ცოცხლად დაწვა ღმერთ ჩემოშისთვის. ცოტა გაურკვეველია თუ რა მოხდა შემდგომ. ერთი რამ ცხადია ადგილი ჰქონდა ადამიანის სასტიკ მსხერპლშეწირვას.

სიმართის პოვნა

როცა ერთი და იგივე ისტორიის ორი სხვადასხვა ვერსია გაქვს, ძნელია სიმართლის პოვნა. თუმცა ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ავსებენ. სტელას მეშვეობით ვხდებით თუ როგორ გახდნენ მოაბელების ქალაქები ისრაელთა საკუთრება. მაგრამ სტელა არაფერს გვიყვება მეფის შვილის მსხვერპლშეწირვაზე. თუმცა, მეშაყისთვის პრობლემა არ იყო ისრაელის ქალების მსხვერპლად შეწირვა. შესაძლოა იმ დროისთვის ეს უბრალო მოვლენა იყო, ან მას არ სურდა ამის ხსენება.

ყველაფერთან ერთად ესაა მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადმოგვეცემა ისტორია. ყველა ამბავი საჭიროა სხვადასხვა კითხითა და მხრიდან დავინახოთ. გინდ ეს ბიბლიური ისტორია იყოს.