მნიშვნელოვანი სიახლეები
300 წლის ფეკალიები XVII–XVIII საუკუნეების დიეტაზე მოგვითხრობს

300 წლის ფეკალიები XVII–XVIII საუკუნეების დიეტაზე მოგვითხრობს

იმისათვის, რათა ისტორიას ჩავუღრმავდეთ, ღამის ქოთანშიც უნდა ჩავიხედოთ. ისტორიკოსებმა დანიელი ეპისკოპოსის იენს ბირკეროდის სახლში აღმოჩენილი ფეკალიები დაწვრილებით შეისწავლეს და XVII–XVIII საუკუნეებში მცხოვრები საზოგადოების ზედა ფენის დიეტაზე წარმოდგენა შეექმნათ.

ქალაქ ოლბორგში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ძველი შენობის დანგრევის წინ მშენებლებმა არქეოლოგებს მისი შესწავლა სთხოვეს. ამ შენობაში ბევრი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ზემოთ აღნიშნული ეპისკოპოსი ოჯახითა და მსახურებით.

 გათხრების დროს სხვადასხვა ფაიფურის ჭურჭელთან ერთად მკვლევარებმ აუცნაური შიგთავსის მქონე ბოთლი აღმოაჩინეს. როგორც ანალიზმა აჩვენა ეს ექსკრემენტები იყო. ისინი სავარაუდოთ ან თვით ეპისკოპოსს ანდა მისი ოჯახის რომელიმე წევრს ეკუთვნოდა. არქეოლოგები ამგვარ დასკვნამდე ანალიზმა მიიყვანა, რომლის მეშვეობითაც  ეგზოტიკური დიეტის ნარჩენებს მიაგნეს: ლეღვი, ყურძენი, კაკლები, წიწაკა და წიწიბურა კუნძულ ფიუნიდან. „ყველა ინგრედიენტი ეპისკოპოსის დიეტას სავსებით  ემთხვევა, რომელიც ამ სახლში 1694-1708 წლებში ცხოვრობდა.“, - ამბობს იეტე ლინო მოსგარდის მუზეუმიდან .

 უბრალო ადამიანების დიეტა ბურღულეულის, კომბოსტოსა და ხორცისგან შედგებოდა. წიწიბურა კი მხოლოდ კუნძულ ფიუნზე მოჰყავდათ, რომელიც ოლბორგიდან 200 კილომეტრზეა. შესაძლოა ეპისკოპოსი ქალაქში ამ კუნძულიდან გადაბარგდა. „ეპისკოპოსის დიეტა იმ დროის მაღალი კლასისათვის ტიპიური იყო.  წიწაკა ინდოეთიდან, კენკრა - ევროპი სჩრდილოეთიდან“, - აღნიშნავენ მკვლევარები.

ახლა არქეოლოგები იმის გარკვევას ცდილობენ თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა სახლში. ამას გარდა ისინი ოლბორგის სხვა ძველი ტუალეტების შესწავლასაც აპირებენ.

 XIX საუკუნეში ეპისკოპოს ბირკეროდის დღიურების 50 ტომი გამოაქვეყნეს. ჩანაწერებში მისი ცხოვრების მოვლენებია ასახული, კერძოდ მისი ნადიმები. ამიტომაც მეცნიერებს ამ დღიურების ეპისკოპოსის ქოთანთან შედარება კიდევ მოუწევთ. ცნობილია კიდევ რომ ეპისკოპოსი ოლბორგის აფთიაქის ხშირი სტუმარი იყო, სადაც უცხოური სანელებლებით ვაჭრობდნენ.