მნიშვნელოვანი სიახლეები
3800 წლის წინანდელი ქალის მუმია შუა სამეფოს უძველესი ეგვიპტიდან

3800 წლის წინანდელი ქალის მუმია შუა სამეფოს უძველესი ეგვიპტიდან

3800 წლის წინანდელი უძველესი ეგვიპტური მუმია აღმოაჩინეს ნეკროპოლისში, რომელიც შესალოა  ამ უძველესი ცივილიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილიყო.

არქეოლოგებმა ქუბეთ ელ-ჰავას ნეკროპოლისი გათხარეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ეგვიპტეში და ფიქრობენ ნაპოვნი გარდაცვლილი ქალის სახელი იყო „ქალბატონი სათტჯენი“.

სხეული ძალიან კარგადაა შემონახული თავის ხის კუბოსთან ერთად.

დოქტორი მუჰამედ აფიფი, უძველესი ეგვიპტური არქეოლოგიის სექტორის გამგე სიძველეთა სამინისტროში, ამბობს: „სათტჯენი შუა სამეფოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა, გახლდათ ჰექაიბ III-ის და ამენი-სენბის დედა. ეს ორი ადამიანი ამენემჰეტ III-ის კარზე, დაახლოებით ძვ.წ.ა. 1800-1775 წლებში, დიდი ძალაუფლების მქონე იყო.

undefined

მისი თქმით ხის კუბო იმდენად კარგ მდგომარეობაში არის, რომ მკვლევარები შეძლებენ ხის მოჭრის წლის დადგენას და ასევე თუ რითი იქნა მოჭრილი.

ამასთან შემორჩენილია პაპირუსის კარდონისგან გაკეთებული ნიღაბი მუმიის სახეზე.

დოქტორი ალეხანდრო იმენეზ-სენარო, მკვლევარი ესპანეთის იენის უნივერსიტეტში, რომელიც მონაწილეობდა გათხრებში, ამბობს: „ქალბატონი სეთტჯენი მნიშვნელოვანი პიროვნება იყო დინასტიისთვის. ის ხელმწიფე სარენპუტ II-ის ქალიშვილი გახლდათ. ხოლო მას შემდეგ რაც მისი ოჯახის ყველა მამაკაცი გარდაიცვალა, დინასტიის უფლებების მფლობელი გახდა და ელეფანტინეს გამგებელი.“

undefined

არქეოლოგები დიდი ხანია ცდილობდნენ ელეფანტინის მმართველთა და მოხელეთა გენეალოგიის დადგენას და ეხლა შესაძლებელია სათტჯენის მუმიის აღმოჩენა მათ დაეხმაროთ.

სათტჯენის ოჯახი ელეფანტინეს მმართავდა დაახლოებით ძვ.წ.ა. 1800 წლების მახლობლად და ფარაონის ოჯახის შემდგომ რანგით მეორე იყვნენ.

არქეოლოგთა ჯგუფი ქებეთ ელ-ჰავაში 2008 წლიდან მუშაობს და რამოდენიმე ხელშეუხებელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაა სეთტჯენის ვაჟი ჰექაიბ III.