მნიშვნელოვანი სიახლეები
4000 წლის წინანდელი ეგვიპტელი დედოფალ ანხესენპეპ II-ის ხის ქანდაკება

4000 წლის წინანდელი ეგვიპტელი დედოფალ ანხესენპეპ II-ის ხის ქანდაკება

არქეოლოგებმა ეგვიპტეში იპოვეს 4000 წლის წინანდელი ხის ქანდაკების თავი, რომელიც მათი აზრით მე-6 დინასტიის დედოფალ ანხესენპეპ II-ს ეკუთვნის.

თავი იპოვეს დედოფლის მთავარი პირამიდის აღმოსავლეთ არეალში, ანუ მდებარეობს საქარას მიდამოში, გიზას პირამიდის მახლობლად. აღმოჩენა ჟენევის უნივერსიტეტიდან ფრანგულ-შვეიცარიული არქეოლოგების ჯგუფს ეკუთვნის.  

ეგვიპტის სიძველეების სამინისტროს თქმით, ქანდაკების კისერი დაახლოებით ფუტის სიგრძისაა და ზრდასრული ადამიანის პროპორციებისაა.

ქანდაკება ცუდადაა შემონახული და ფრანგულ-შვეიცარიული მისიის წინამძღოლის ფილიპ კოლომბერტის თქმით მისი რესტავრაცია მოხდება.

ანხესენპეპ II იყო ფარაონ პეპი I-ის გავლენიანი ცოლი და პეპი II-ის დედა. როცა პეპი I გარდაიცვალა დედოფალი მის ძმაზე დაქორწინდა, რომლისგანაც გაუჩნდა პეპი II. დედოფალი ეგვიპტეს რეგენტის სახით მართავდა სანამ პეპი II 6 წლი ს არ გახდა.

„ის სავარაუდოდ პირველი დედოფალია, რომლის სახელიც პირამიდის წარწერებში გვხდება, რაც მიანიშნებს მის გავლენიანობაზე,“ ამბობს სიძველეების მთავარი საბჭოს გენერალური მდივანი მუსტაფა უაზირი. „დედოფლამდე წარწერებზე მხოლოდ მეფეების სახელები გვხდებოდა. ანხესენპეპ II-ის შემდეგ პეპი II-ის ცოლებიც გვხდება.“

დედოფლის მთავარი სამარხი პირამიდა საქარაში 1998 წელს აღმოაჩნეს. მოგვიანებით კი პირამიდის მწვერვალის ქვა იპოვეს.

გათხრებიდან რამოდენიმე კვირის შემდგომ დედოფლის დასაკრძალავი ტაძრის ობელისკიც იპოვეს. არქეოლოგთა თქმით მათ ამოტვიფრული წითელი გრანიტი იპოვეს, რომელიც 2.5 მეტრის სიგრძისაა. ეს ძველი სამეფოს ყველაზე დიდი ობელისკია. მასზე წარწერაა სადაც დედოფალი ანხესენპეპი მოიხსენიება.