მნიშვნელოვანი სიახლეები
4000 წლის წინანდელი მაღარო, რომელიც ესპანეთში აღმოაჩინეს

4000 წლის წინანდელი მაღარო, რომელიც ესპანეთში აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ესპანეთში,  ქალაქ მინიგუას ნაქალაქართან აღმოაჩიენეს გასაოცარი მაღაროები, რომლებიც 4000 წლის წინ გამოიყენებოდა. თავდაპირველად კართაგენელების და შემდგომ რომაელების მიერ მიტაცებული გახდა თავისი მნიშვნელოვანი ლითონების გამო, როგორიცაა რკინა და სპილენძი.

რკინა და სპილენძი იმ დროისთვის მნიშვნელოვანი იყო იარაღის წარმოებაში იმდენად, რომ მისთვის შეიძლება ომი დაწყებულიყო.

რომაელთა დაპყრობითი ომების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მაღაროები და ბუნებრივი რესურსები იყო.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ უძველესი ქალაქი მუნიგუა სამხრეთ ესპანეთში 4000 წლის წინ ტურდეტანის ხალხმა დაარსა. იქ იპოვეს გამოქვაბულები, ოთახები და შახტები რომლებიც შემდგომ რომაელების მიერ აშენებული ჩანს. ის თავდაპირველად კართაგენთა საკუთრება უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომაელებმა ძვ.წ.ა. მე-3 საუკუნეში ადგილობრივებს წაართვეს.

არქეოლოგთა თქმით ახ.წ.ა. მე-2 საუკუნეში რომაელებმა წარმოება დახურეს. აქვე იპოვეს ბერძნული კერამიკული ჭურჭლები, რომლებიც ძვ.წ.ა. მე-4 საუკუნით სახელდება. ქალაქი უკვე დიდი დასახლება უნდა ყოფილიყო რომაელთა მოსვლისთვის. სავარაუდოდ რომაელთა დაპყრობის შემდგომ ესპანეთში დიდი მიგრაციის ტალღაც უნდა მოსულიყო.

გათხრები მუნიგუას დასახლებაში 1956 წლიდან დაიწყო. არქეოლოგებმა გათხრებისას მაღარომდე იპოვეს ქალაქის კედლები, დიდი სასაფლაო, ტაძრები, პატარა სამლოცველოები, სასახლე, აბანო და ფორუმი.

ქალაქის დაქვეითება ახ.წ.ა. მე-3 საუკუნიდან დაიწყო. მე-6 საუკუნისთვის ხალხმა მუნიგუას უმეტესი ნაწილი მიატოვეს. დასახლების ერთადერთი მანიშნებელი არის რამოდენიმე დამტვრეული არაბული თიხის ჭურჭელი.