მნიშვნელოვანი სიახლეები
4800 წლის წინანდელი დედა თავისი გულშიჩაკრული ბავშვით (+ვიდეო)

4800 წლის წინანდელი დედა თავისი გულშიჩაკრული ბავშვით (+ვიდეო)

დრო და დრო არქეოლოგები უჩვეულო აღმოჩენებს პოულობენ - დამტვრეული თხის ჭურჭლები, ადამიანების ძვლები, რაც კანიბაზლიზმსა და სხვა საშინელ შემთხვევებს მიანიშნებს და მედიის ყურადღებას იპყრობს. თუმცა, წინა წლის აღმოჩენამ ეს ჩვეულება დაარღვია. Fox News და Huffington Post-მა გამოაქვეყნა არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნი განსაკუთრებული სხეულების სურათები. რა იყო ეს აღმოჩენა? ქვის ხანის ქალის ჩონჩხი, რომელიც საფლავში თავის ჩვილთან ერთად ჩაასვენეს. დედამის შვილი მკერდზე ესვენა.

მუმიფიცირებული დედის და  ჩვილის წარმომავლობა

სამეცნიერო არქეოლოგიური გათხრები 2014 წელს დაიწყო და მთელი წლის მანძილზე გრძელდებოდა. არქეოლოგთა ჯგუფი, რომელსაც ჩი ვეი-ლი ხელმძღვანელობდა ტაივანის ნაციონალური მუზეუმიდან, მუშაონდა ტაივანის დასავლეთ სანაპიროს ნეოლითურ მიდამოზე. ამ არეალს ტაიჩუნგის ქალაქს ეძახიან. 200 ზვიგენის კბილი იპოვეს  ამ ტერიტორიაზე. უცნობია თუ რა დანიშნულება ჰქონდათ - დეკორაციის თუ პრაქტიკული. ამ არეალში მცხოვრები ხალხი დიდი ალბათბით დებენკენგის ხალხი იყო.

„დებენკენგის ხალხი ტაივანის პირველი მიწათმოქმედები იყვნენ, რომლებიც სავარაუდოდ ჩინეთის სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ მხარიდან მოვიდნენ 5000 წლის წინათ,“ თქვა ჩენგვაჯა ცანგმა ტაივანის სინიკას აკადემიიდან. „ეს გახლავთ ადრეული ნეოლითის ხანის კულტურა.“ დებენკენგის ხალხის თიხის და ქვის ნამუშევრები მრავლად შემორჩა.

დებენკენგის ხალხი ჩინეთში ძვ.წ.ა. მე-3 ათასწლეულამდე შემორჩა, ხოლო ტაივანში კი ძვ.წ.ა. 4500 წლამდე. სავარაუდოთ ისინი ავსტრონეზიული ენის ხალხების ადრეული მონათესავეები იყვნენ.

დედა-შვილის ემოციური აღმოჩენა

დასახლებაში 48 სამარხი იპოვეს, აქედან ხუთი ბავშვი იყო, მაგრამ ყველაზე გულისამაჩუყებელი იყო დედის ჩონჩხი, რომელსაც შვილი მიეხუტებინა გულზე და დაჰყურებდა. უცნობია თუ როგორ გარდაიცვალნენ ისინი.

„ახალგაზრდა დედამ თავის ჩვილთან ერთად ყველაზე მეტად  გაგცვაოცა,“ თქვა გათხრების წინამძღლმა ჩუ ცვერი-ლიმ. „სავარაუდოდ ისინი მათი ოჯახის სახლის ქვეშ დაიმარხნენ. ყველაზე მეტად ჩვენ ჩონჩხის მდგომარეობამ გაგვაოცა. დედას შვილი გულზე ჰყავდა მიხუტებული და დაჰყურებდა“

სამომავლო დნმ-ს ანალიზებით დადგინდება მათი წარმომავლობა და სიკვდილის მიზეზი. საქმეს ჯერ კიდევ იკვლევენ. დედა 160 სმ სიმაღლის, ხოლო ბავშვი 50 სმ-ის იყო. ნახშირბადული დათარიღებით სამარხი 4800 წლის წინანდელია, რითაც ისინი ქვის ხანას განეკუთხნებიან.