მნიშვნელოვანი სიახლეები
500 წლის წინანდელი გოთური მინიატურული ბზის ჩუქურთმების საიდუმლო ამოხსნილია (+ვიდეო)

500 წლის წინანდელი გოთური მინიატურული ბზის ჩუქურთმების საიდუმლო ამოხსნილია (+ვიდეო)

თითქმის ხუთი საუკუნის საიდუმლო ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით უკვე ამოხსნილია. გასაოცარი მე-16 საუკუნის მინიატურული ბზის ხისგან დამზადებული ორნამენტები, რომლებიც თავიანთი სილამაზით ყველას ატყვევებენ, ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო გახლავთ... მაგრამ უკვე აღარ?

გასაოცარი გოთური ბზის ჩუქურთმები

თუ დაინტერესებულხართ დასავლეთ ევრიპული ქრისტიანული ხელოვნებით, მაშინ ხატებთან ერთად იპოვით ბზის მოჩუქურთმებულ მინიატურულ ნამუშევრებს, რომელთაგან ზოგი ხელის გულზეც კი დაგეტევოდათ. პატარა ზომის  მინიატურები ძვირადღირებული არიან. მათ დროის მცირე პერიოდში, ფლანდრიისა და ნედერლანდებში  1500-1530 წლებს შორის ქმნიდნენ. მათზე მოთხოვნა ევროპაში მოვაჭრეთა ახალი სოციალური კლასის წარმოშობასთან ერთად გაჩნდა.

ხელოვნების ისტორიკოსთა თქმით ბზის პატარა ნაკეთობების ქონა ევროპის მაღალი კლასის წარმომადგენელთა პრივილეგია იყო. მის მფლობელებში შედიოდნენ ინგლისის მეფე ჰენრი VIII და მისი პირველი ცოლი კატერინა არაგონელი, საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI და ალბერტ V ბავარიელი. თუმცა ეკლესიის რეფორმებთან ერთად საეკლესიო ნაკეთობები მოდიდან გადავიდა, მათ შორის მინიატურული ბზის ხელნაკეთებიც იყო. ხელოვნების ამ გასაოცარი შედევრთა დამზადების წესი მრავალი საუკუნის განმავლობაში დაკარგული იყო.

ბზის ორნამენტები, უნიკალური ხელოვნება შეუდარებელი დიზაინით

დღეს ბზის ხის ხელოვნებიდან 140-მდე ნიმუში შემორჩა.  ისინი ისტორიკოსებს თავგზას უბნევდნენ და ვინაიდან ვერ შიფრავდნენ მათი შექმნის ტექნოლოგიას. ნაკეთობები ბზის ხისგან კეთდებოდა, რადგან სხვა ხესთან შედარებით ის ბევრად უფრო რბილია და გალაკვის შემდგომ უფრო საგრძნობი ზედაპირი აქვს.

ჩუქურთმებს დეტალურად თლიდნენ, თითქმის ისევე ზუსტად როგორც ბრილიანტზე მომუშავეები თანამედროვე ოსტატები. ალექსანდრა სუდამ, ტორონტოში ხელოვნების გალერიაში ევროპილი ხელოვნების კურატორმა CNN-ს განუცხადა, „ადამიანთა შემოქმედებითი უნარი იმდენად უსაზღვროა, რამდენადაც პატარაა სამუშაო ობიექტი.“

ბზის ორნამენტების საიდუმლო ნახევრად ამოხსნილია

მათ მთავარ საიდუმლოს ის ფაქტი წარმოადგენდა, რომ შეუიარაღებელი თვალით თვალით მათი შესწავლა  უნაყოფის იყო. ეს პრობლემა 21-ე საუკუნის ახალმა ტექნოლოგიებმა მოაგვარა. სუდა გოთური ბზის ნაკეთობების შემსწავლელი გუნდისთვის ხუთი წლის მანძილზე თანახელმძღვანელი გახლდათ.  ამ გუნდთან თანამშრომლობდნენ მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის და ნასა კვლევითი ცენტრის მუშაკები. სუდას გუნდმა სკანირება და ანალიზი ჩაუტარა 135 შემორჩენილი ნამუშევრიდან 30-ს. მიკრო CT სკანერის და უახლესი 3D ანალიზური პროგრამის მეშვეობით თითოეული ბზის ჩუქურთმის უმცირესი დეტალიც კი შეისწავლეს.

მიუხედავად ამდენი მუშაობისა დამზადების საიდუმლო მხოლოდ ნახევრად ამოხსნილად მიიჩნევა, რადგან მათი დამზადების ტექნიკა მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტთა ვარაუდს წარმოადგენს.

ნამუშევრებს თან არ ახლავთ ოსტატების სახელები. სავარაუდოთ ისინი ნედერლანდსა და ფლანდრიაში ექვს სხვადასხვა სახელოსნოში უნდა ყოფილიყო დამზადებული. თითოეული სახელოსნო მინიატურის დამზადებას ოთხიდან ხუთ წლამდე ანდომებდა.  ეს ვარაუდი რაციონალურად ყველაზე გამართლებულად ჩანდა. მაგრამ ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ერთი ოსტატის მიერ არის შესრულებული, რომელსაც შესაძლოა რამოდენიმე დამხმარე ახლდა.

„ოსტატის გარდაცვალებასთან ერთად დაიკარგა მისი დამზადების წესიც“, უთხრა CNN-ს სუდამ. „მე იშვიათად ვუწოდებ ვინმეს გენიოს, მაგრამ ის ადამიანი ვინც ეს ნამუშევრები შექმნა, მართალაც გენიოსი იყო, რადგან მისი შედევრები დღემდე აოცებენ მნახველს.“