მნიშვნელოვანი სიახლეები
5000 წლის „სარეკლამო დაფა“

5000 წლის „სარეკლამო დაფა“

არქეოლოგებმა ეგვიპტური სოფლის, ელ-ჰავის ახლოს კლდეებზე დიდ განცხადებას მიაკვლიეს. განცხადებაში კოსმოსთან დაკავშირებული ინფრომაციაა განთავსებული.

 „ელ-ჰავის მახლობლად კლდეზე განთავსებული წარწერა ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი წარწერაა, რომელიც კი იეროგლიფური დამწერლობის შექმნის შემდეგ დაუწერიათ. იგი გვანახებს თუ ძველმა ეგვიპტელებმა როგორ შექმნეს საკუთარი დამწერლობა“, - აცხადებს იელის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ დარნელი. იგი ამ ექსპედიციას ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროსთან ერთად ხელმძღვანელობდა.

 არქეოლოგებმა ასევე სხვა ნახატებიც აღმოაჩინეს, რომელზეც სპილოები იყვნენ გამოსახულნი. ერთ-ერთ სპილოს სპლიყვი მუცელში ჰყავდა ჩახატული - სავარაუდოთ ძველი ეგვიპტელი მხატვარი მაკე სპილოს ამგვარად გამოსახავდა. ნახატები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 4000-3500 წლებშია შექმნილი.

„მაგისტრალურ დაფაზე“ სიმბოლოების სიმაღლე 70 სანტიმეტრს აღწევს. ერთ-ერთი იეროგლიფი სარზე წამოცმულ ხარის თავს წარმოადგენს - ეს სიმბოლო სხვა ეგვიპტურ წარწერებშიც გვხვდება. იგი ეგვიპტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ეტაპზე სამეფო ძალაუფლების აღმნიშვნელი იყო, ამბობს დარნელი

 სამი სხვა ნიშანი ეს ერთმანეთის მიმართ ზურგით მდგარი წეროებია, რომელთა შუა იბისია მოთავსებული. არქეოლოგების აზრით ნიშანი წერო-იბისი-წერო „მზის ციკლით, სამყაროს შესახებ ინფორმაციას“ გვაწვდიან. 

ერთად ოთხივე ნიშანი მოწერიგებულ კოსმოსზე სამეფო ხელისუფლების აღმატებას აღნიშნავს. დარნელი აზუსტებს, რომ წარწერა შორიდან კარგად ჩანს და მას ქალაქ ელ-კაბში მიმავალი მოგზაურები მკაფიოდ ხედავდნენ.