მნიშვნელოვანი სიახლეები
5000 წლის წინანდელ სამარხში გასაოცარი ბროლის საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

5000 წლის წინანდელ სამარხში გასაოცარი ბროლის საბრძოლო იარაღები აღმოაჩინეს (+ვიდეო)

არქეოლოგებმა ესპანეთში აღმოაჩინეს იშვიათი იარაღები, რომელშიც შედის გრძელი ხანჯალი, ოცდახუთი ისრის ბუნიკი და მასალა რისგანაც არტეფაქტები მზადდებოდა. ყველა მათგანი იყო ბროლის! ეს აღმოჩენა გაკეთდა ესპანეთის სამხრეთ დასავლეთ რეგიონში, მეგალითურ სამარხში რომელიც ძვ.წ.ა.-ის მე-3 ათასწლეულით თარღდება.

ესპანეთში, ვალენსია დე ლა კონსეპსიონის მეგალითური სამარხის გათხრებმა არქეოლოგები გასაოცარ აღმოჩენამდე მიიყვანა. იშვიათი რელიკვიები, რომლებიც ექსპერტთა თქმით ძალიან კარგ მდგომარეობაშია შემონახული. სიძველეები დაახლოებით 5 ათასი წლის წინანდელად ითვლება (ძვ.წ.ა. მე-3 ათასწლეულისთვის). გათხრები 2007 წლიდან 2010 წლამდე ტარდებოდა. მეგალითური ნაგებობა, რომელსაც სწავლობდნენ 44 მეტრი სიმაღლისაა და დიდი ზომის ქვებითაა ნაგები. სამარხში  სულ ცოტა 25-მდე ადამიანის ნეშთს მიაკვლიეს. ანალიზისას დადგინდა, რომ დამარხული იყო ერთი კაცი და მრავალი ქალი, რომლებსაც საწამლავი დაალევინეს. ითვლება, რომ სამარხი ბელადის უნდა ყოფილიყო.

გასაოცარი საბრძოლო ისრის ბუნიკები

სამარხში მრავალი რელიკვია იპოვეს. ყველაზე აღსანიშნავი იყო მძივებით დეკორირებული სუდარა.

ამასთან ადამიანთა ნაშთებთან იპოვეს საბრძოლო ისრის ბუნიკები. მათი ერთად პოვნა შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ეს რაიმე დასაკრძალავი რიტუალის ნაწილი იყო. როგორც დადგინდა ბროლი მახლობელი რეგიონიდან იყო, სადაც სამარხი მდებარეობს.

მეორე ნაგებობაში აღმოჩენილი ახალგაზრდა მამაკაცის სხეული

სამარხის მეზობელ მეორე ნაგებობაში, რომელიც ასევე მსგავსად იყო ნაგები არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ახალგაზრდა მამაკაცის სხეული, რომლის ასაკი სიკვდილის მომენტისათვის 17-25 წლებს აღწევდა. სხეული ფეტუსის პოზაში ესვენა. სამარხში აღმოჩენილ ნივთებს მიეკუთვნებოდა მამაკაცის თავთან მდებარე სპილოს ეშვი, ოცდასამი კაჟის დანის პირი და რამოდენიმე სპილოს ძვლის არტეფაქტი. მაგრამ ამ მათ შორის  ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ბროლის ხანჯლის პირი. მისი სიგრძე 214 მმ-ია, მაქსიმუმ 59 მმ-ის სიგანის და 13 მმ სისქის.

ბროლის იარაღები რჩეულ ადამიანებს ეკუთვნოდათ

არქეოლოგებმა კვლევისას დაადგინეს, რომ ბროლის იარაღი არ იყო უცხო ამ რეგიონისთივს იმ პერიოდში. თუმცა, კვლევის არეალში არქეოლოგებს ბროლის მაღაროსათვის ჯერ არ მიუკვლევიათ. სავარაუდოდ მასალის მოსაპოვებლად დიდი მანძილის გავლა უწევდათ. ბროლის იარაღი, მხოლოდ გარკვეული რჩეული წრის საკუთრება ჩანს. არქეოლოგები სამომავლოდ კიდევ გააგრძელებენ ამ საკითხის შესწავლას.