მნიშვნელოვანი სიახლეები
6 ფაქტი ნაპოლეონის შესახებ

6 ფაქტი ნაპოლეონის შესახებ

თავისი ძალაუფლების პიკზე მყოფი ნაპოლეონ ბონაპარტე აკონტროლებდა ევროპის დიდ ტერიტორიას, იბერიის ნახევარკუნძულიდან დასავლეთით თანამედროვე პოლონეთამდე. მაგრამ 1814 წლის 11 აპრილს,  რამდენიმე წარუმატებელი სამხედრო მოქმედებების შემდეგ, რომელიც დაგვირგვინდა პარიზის დაცემით, მან  უარი თქვა საფრანგეთის იმპერატორის წოდებაზე და შემდეგ გადაასახლეს კუნძულ ელბაზე.  დეპრესიაში ჩავარდნილმა მალევე მოახერხა გაქცევა და საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე მოხვდა. მალე იგი მეორეჯერაც გადაასახლეს.

1. ნაპოლეონის ოჯახის წევრები იტალიელები იყვნენ  
ნაპოლეონ დი ბონაპარტე დაიბადა კ. კორსიკაზე 1769 წლის 15 აგვისტოს, 15 თვის შემდეგ რაცსაფრანგეთმა შეისყიდა კუნძული იტალიური ქალაქ–სახელმწიფო გენუასგან. სხვა კორსიკელების მსგავსად, მისი მშობლები კარლო მარია დი ბონაპარტე და ლეტიცია რამოლინო, ფრანგული და გენუის მმართველობის წინააღმდეგ იყვნენ. მაგრამ როცა საფრანგეთმა  მოახერხა ადგილობრივი მოწინააღმდეგეების ბუნტის ჩახშობა, კარლომ დაიწყო მათთან თანამშრომლობა. ნაპოლეონს 9 წლის ასაკში მეტსახელად ნაბულიოს უწოდებდნენ, იგი წავიდა ფრანგულ სკოლაში, სადაც მან ბრწყინვალედ ისწავლა ფრანგული ენა. მაგრამ მას არასდროს დაუკარგავს კორსიკული აქცენტი და ამის გამო ხშირად დასცინოდნენ თანაკლასელები. მოგვიანებით ეს თანაკლასელები მისი ჯარისკაცები გახდნენ.მოზარდობაში ნაპოლეონი ოცნებობდა დამოუკიდებელ კორსიკაზე, წერდა „უსამართლო ფრანგულ დომინაციაზე“ და „მის, ჯაჭვით დაბმულ, თანამემამულეებზე“. მან ნელ–ნელა შეცვალა დამოკიდებულება და დააგვირგვინა საფრანგეთის რევოლუციით 1789 წელს, ხოლო საბოლოო განხეთქილება მოხდა მაშინ, როცა პოლიტიკური ბრძოლების მიზეზით მისმა ოჯახმა დატოვა კორსიკა 1793 წელს. სამი წლის შემდეგ, მისი პირველი ქორწინებისას ჯოსეფინა დე  ბოგარნესთან, მან გვარის მეტი ფრანგული ჟღერადობისთვის ამოაგდო მეორე „ე“ და „უ“ მის გვარში.

2. ნაპოლეონი დააპატიმრეს „ტერორის გამეფების“ შემდგომ ღალატის მიზნით
საფრანგეთის რევოლუციის ადრეულ ეტაპზე, ნაპოლეონი იაკობინელებთან იყო დაკავშირებული, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა 1793-74 წლებში განხორციელებულ ძალადობრივი „ტერორის გამეფების“ პროცესში  ოპონენტების წინააღმდეგ – ნაბიჯი, რომელიც უფრო მოტივირებული იყო ოპორტუნიზმით, ვიდრე იდეოლოგიით. 1793 წლის ბოლოს, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა  ბრიტანელებისადა როიალისტების ძალებისათვის ტულონის წართმევის ამბავში, რომლის შემდეგაც ავგუსტინ რობესპიერი,  მაქსიმილიან რობესპიერის ძმა, საფრანგეთის  „დეფაქტო ლიდერი“ „ტერორის მეფობის“ პერიოდში – აღწერს ნაპოლეონს როგორც ამ საქმეში დიდი დამსახურების მქონე კაცს. ასეთი კავშირები ძვირი დაუჯდა მას. იგი დააპატიმრეს ღალატის ბრალდებით მას შემდეგ რაც გენუას დიპლომატიური მისიიდან დაბრუნდა. საბედნიეროდ, იგი ორი კვირის შემდეგ გაანთავისუფლეს და მალევე გაამწესეს არმიაში. იგი ეხმარებოდა როიალისტების შემოტევის მოგერიებაში, მალევე წარმატებით დააგვირგვია ჩრდილოეთ იტალიის დაპყრობაც, რამაც იგი საფრანგეთის გამორჩეულ ფიგურად აქცია.

3. ნაპოლეონი ხელისუფლების სათავეში მოვიდა გადატრიალების გზით 
Coups d’état (გადატრიალება)ხშირი მოვლენა იყოსაფრანგეთის რევოლუციების პერიოდში. ბოლო მათგანი მოხდა ნაპოლეონის მიერ, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო ეგვიპტეში სამხედრო კამპანიიდან, 1799 წლის ოქტომბერში მან გადაწყვიტა ხელისუფლების სათავეში მოსვლა. შეთქმულება მალე შეიკრა  და 9 ნოემბერს ნაპოლეონმა მოახერხა ქვეყნის მმართველი ხუთკაციანი დირექტორიის ჩამოგდება. “რა გაუკეთეთ საფრანგეთს, როცა მე იგი ასეთ ბრწყინვალე მდგომარეობაში დაგიტოვეთ? უღრიალა მან მმართველ პირებს. „მე დაგიტოვეთ სიმშვიდე, ჩამოვედი და დამხვდა ომი! მე დაგიტოვეთ გამარჯვება, დამხვდა კი მარცხი!“ მოგვიანებით, საკანონმდებლო ორგანოში ნაპოლეონის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კამათი წარმოიშვა,  სანამ ნაპოლეონმა ძალით არ გამოყარა ისინი შენობიდან. მაშინდელი მთავრობა შედგებოდა სამი კონსულისგან: ნაპოლეონისგან, რომელიც როგორც პირველი კონსული, იყო ყველაზე ძლიერი და ორი ყოფილი დირექტორი, რომელნიც ასევე მონაწილეობდნენ გადატრიალებაში. 1802 წელს ნაპოლეონი გახდა პირველი კონსული სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო 1804 წელს, 35 წლის ასაკში მათ თავისი თავი იმპერატორად გამოაცხადა.

4. ნაპოლეონსა და პაპს  შორის განხეთქილება არსებობდა. 
1791 წელს პაპმა პიუს  VI საჯაროდ განიხილა საფრანგეთის რევოლუციური მთავრობა ბევრი რამის გამო, მათ შორის  მოქალაქეებისათვის რელიგიური თავისუფლების მიცემის გარანტიით და საეკლესიო ქონების ჩამორთმევით.  ეს ორმხრივი მტრობა დარჩა ნაპოლეონის ჩრდილოეთ იტალიაში შეჭრის პერიოდისას 1796 და 1797 წლებში.  თავისი კამპანიის ნაწილად, ნაპოლეონმა პაპის იმ ტერიტორიასაც შეუტია, რომელსაც ერქვა პაპის სახელმწიფო და რომელიც გადაჭიმული იყო  ნახევარკუნძულის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე. მშვიდობის ჩამოვდების მიზნით,  პიუს VI დათანხმდა გადაეცა მიწა, ფული და საგანძური ხელოვნების ნიმუშებიდან. ამის მიუხედავად ფრანგულმა არმიამ მაინც დაიპყრო რომი 1798 წელს.  პიუს VI ჩამოგდებულ იქნა და პარიზში ტყვესავით წაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა 1799 წლის აგვისტოში. მომდევნო პაპი პის VII, თავდაპირველად კეთილგანწყობილი იყო ნაპოლეონის მიმართ. მათ ხელი მოაწერეს კონკორდატს 1801 წელს, რომელმაც  ნაწილობრივ აღადგინა კათოლიკური ეკლესიის სტატუსი, თუმცა რელიგიური თავისუფლების შენარჩუნების პირობა მაინც მოქმედებდა.სამი წლის შემდეგნაპოლეომა მოიპატიჟაპიუს VII პარიზში თავისი კორონაციის დღისთვის. ლეგენდთის თანახმად, ბოლო წუთებში მან გვირგვინი გამოსტაცა გაოცებულ პაპს (რომელსაც უნდა დაედგა ნაპოლოენის თავზე) და თავად დაიკოსა გვირგვინი. მართალია თუ არა, ამ კორონაციის შემდეგ მათი ურთიერთობა გაუარესდა. ნაწილობრივ მას შემდეგაც, რაც ნაპოლეონმა მოახდინა პაპის სახელმწიფოს ანექსია 1809 წელს. პიუს VII პასუხად ნაპოლეონის საიმპერატორო ტახტიდან გადაყენება განიზრა, მაშინ ნაპოლეონმა დაიჭიირა იგი და შინაპატიმრობა მიუსაჯა.  

5. ნაპოლეონის არმიამ თუმცა ომი მოიგო რუსეთში, მაგრამ თითქმის განადგურდა.
ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ნაპოლეონმა ერთ მეორეზე მიყოლებით მოიგო ომი ავსტრიასთან, პრუსიასთან და სხვა მტრებთან. მაგრამ ბედმა აღარ გაუღიმა მას 1812 წლის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, სადაც მას სურდა მეფე ალექსანდრე პირველი დასჯა, რომელმაც ბრიტანეთთან სავაჭრო ემბარგო არ შემოიღო.  ამ სამხედრო კამპანისათვის ნაპოლეონმა შეაგროვა დაახლოებით 450,000 დან  650,000–მდე ჯარისკაცი და იმ დროისათვის იგი ერთ–ერთი უდიდესი ევროპული არმია იყო.  გაურბოდნენ რა პირდაპირ შეტევას, რუსები ნელ–ნელა უკან იხევდნენ და უკან ჩამოტოვებულ ქალაქებს წვავდნენ. პირველი უდიდესი ბრძოლა, რომელიც ფრედ დამთავრდა, დასრულდა დაწყებიდან ორი თვის შემდეგ. რუსებმა ფრანგებს საშუალება მისცეს დაეპყროთ მოსკოვი – მაგრამ მხოლოდ მისი გადაწვის შემდეგ. ნაპოლეონს ეგონა რომ გაიმარჯვა, სანამ არ გაიაზრა, რომ მისი დიდი არმია ამ გზაზე საშინლად შემცირდა, როგორც დეზერტირობის გზით, მკაცრი ამინდებისა და ასევე ჯარში გაჩენილი დაავადებების წყალობით. ამგვარად მან ბრძანება გასცა უკან დაეხიათ. მოგვიანებით, ნაპოლეონის ოპონენტებმა ისარგებლეს ამ შემთხვევით და 1801 წლის ოქტომბერში ლეიპციგის ბრძოლა მოიგეს და რამდენი თვის შემდეგ პარიზში შეიჭრნენ.  

6. ელბა მისი ბოლო  განსასვენებელი ადგილი არ აღმოჩნდა.
ნაპოლეონის ელბაზე განსახლების პირობები ძალიან მკაცრი იყო. მან შეინარჩუნა იმპერატორის ტიტული და მიეცა კუნძული სამართავად, მაგრამ არ ჰქონდა უფლება ჰყოლოდა მცირე ფლოტიც კი და გაემართა წვეულება სტუმრებისთვის. „მე მსურს  მშვიდობიანად ვიცხოვრო“, განაცხადა ნაპოლეონმა. თუმცა 1815 წლის მარტში, მან მოახერხა კუნძულის დატოვება და საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე აღმოჩნდა  1 000 კაცით. დაუყოვნებლიც დაიწყო სვლა პარიზისკენ. გზაზე ბევრი ყოფილი ჯარისკაცი შეუერთდა, ხოლო მეფე ლუი XVIII გაიქცა. კვლავ ხელისუფლების სათავეში მყოფმა ნაპოლეონმა დაიწყო მომზადება ბრიტანეთის, ავსტრიის, რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ, მაგრამ ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხდა. 1815 წლის ივნისში იგი კიდევ ერთხელ გაასახლეს, ამჯერად წმინდა ელენეს კუნძულზე, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში მდებარეობდა და ბრიტანელების მმართველობის ხელში იყო. იგი გარდაიცვალა იქვე 6 წლის შემდეგ, სავარაუდოდ კუჭის კიბოს დაავადებით.