მნიშვნელოვანი სიახლეები
60 წლის შემდგომ არქეოლოგებმა  მკვდარი ზღვის მე-12 გამოქვაბული იპოვეს

60 წლის შემდგომ არქეოლოგებმა მკვდარი ზღვის მე-12 გამოქვაბული იპოვეს

ებრაული უნივერსიტეტის არქეოლოგების ჯგუფი მკვდარი ზღვის მახლობელი გამოქვაბულის კვლევებს ატარებდნენ, რის შედეგადაც ისინი ამტკიცებენ, რომ გამოქვაბული ერთ დროს მეორე ტაძრის პერიოდის მკვდარი ზღვის გრაგნილების შესანახი იყო. სამწუხაროდ უძველესი პერგამენტები იქ ვერ ნახეს. სავარაუდოდ მე-20 საუკუნეში ბედუინებმა მოიპარეს. ამის მიუხედავად ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია მკვდარი ზღვის გრაგნილების ზოგადი შესწავლისთვის.

მეთორმეტე გამოქვაბული

აქამდე ითვლებოდა, რომ მხოლოდ თერთმეტ გამოქვაბულში ინახებოდა გრაგნილები. ამ გამოქვაბულის შემდგომი შესწავლის შემდეგ რაოდენობა  თორმეტამდე გაიზარდა. მსგავსი რამ მოხვდა მე-8 გამოქვაბულში, სადაც მხოლოდ გრაგნილების შესანახი ჭურჭელი იპოვეს, მაგრამ ხელნაწერები იქ არ იყო.

ეს გასაოცარი აღმოჩენა გაკეთდა დოქტორი ორენ გუტფელდის და აჰაიდ ოვადიას მიერ, რომლებიც ებრაული უნივერსიტეტის იერუსალიმის არქეოლოგიის ინსტიტუტიდან არიან. ისინი თანამშრომლობდნენ დოქტორ რანდალ პრაისა და ვირჯინიის ლიბერთის უნივერისიტეტის სტუდენტებთან. სამოცი წლის შემდგომ მეცნიერებს საშუალება მიეცათ აღმოეჩინათ ახალი გამოქვაბული და დაზუსტებით, სამეცნიერო მეთოდებით შეესწავლათ.

დოქტორი ორენ გუტფელდი, გათხრების ხელმძღვანელი ამბობს:

„ეს გათხრები შეიძლება საშუალებას მოგვცემს 60 წლის შემდგომ ახალი მკვდარი ზღვის გრაგნილები აღმოვაჩინოთ. აქამდე რაც კი გვიპოვია იყვნენ 11 გამოქვაბულიდან, მაგრამ ეს მე-12 გამოქვაბულია. მართალია გრაგნილები ჯერ არ გვიპოვია, ამის მაგიერ ჩვენ მხოლოდ ფრანგმენტები ვიპოვეთ, რომლებიც იყვნენ გრაგნილების შესანახ ჭურჭლებში. ეს მიანიშნებს, რომ ნაწერები მოპარული იყო.“

უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ შესანახი ჭურჭელი

აღმოჩენებში არ შედის მარტოოდენ ხელნაწერების შესანახი ჭურჭლები, არამედ გრაგნილების შემოსახვევი ტილოების ფრანგმენტებიც რამოდენიმე გრაგნილის გრანგმენტთან ერთად.

აღმოაჩინეს თიხის ჭურჭლეულობა და რამოდენიმე კაჟის დანები, ისრისთავები და დეკორატიული ბეჭდები ნახევრად ძვირფას ქვებთან ერთად. ეს მიანიშნებს, რომ გამოქვაბული გამოიყენებოდა ნეოლითური პერიოდისას. აღსანიშნავია, რომ 1940-იან წლებში უძველეს ნივთებთან ერთად ბედუინების დატოვებული იარაღებიც იპოვეს.

არქეოლოგიური მნიშვნელობა

მკვდარი ზღვის გრაგნილები პირველად 1947 წელს  ბედუინმა მეცხვარეებმა აღმოაჩინეს. ბევრი ხელნაწერი უკანონოდ იყო გაყიდული შავ ბაზარზე. თუმცა, ეს გათხრები იორდანიის უდაბნოს ჩრდილო მხარეს მოხდა და არქეოლოგები ოპტიმისტურად არიან განწყობილები. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალ გრაგნილებს ან ინფორმაციას იპოვიან, რომლებიც მკვდარი ზღვის ხელნაწერების გაგებაში უკეთ დაეხმარებათ.