მნიშვნელოვანი სიახლეები
70 ლითონის ფირფიტა შესაძლოა ქრისტეზე ყველაზე ადრეულ წერილობით წყაროს წარმოადგენდეს

70 ლითონის ფირფიტა შესაძლოა ქრისტეზე ყველაზე ადრეულ წერილობით წყაროს წარმოადგენდეს

უკვე წლებია რაც მეცნიერებს მრავალი კითხვა გაუჩნდათ მას შემდეგომ რაც 2008 წელს იორდანიაში 70 ლითონის ფირფიტის შეკვრა იპოვეს. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ისინი 2000 წლის წინანდელი დროით თარიღდებიან. ამასთან ერთ-ერთ ლითონის ფირფიტზე შესაძლოა ქრისტეს ყველაზე ადრეული მოხსენიება იყოს. ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით ჩვენი საიტი გატყობინებდათ გასულ წელს, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. გთავაზობთ ახალ კვლევებს ამ ძალიან საინტერესო თემის შესახებ.

The Daily Mail-ი იტყობინება, რომ ფირფიტები იპოვეს იორდანიის მხარეში,სადაც ქრისტიანი ლტოლვილები თავს აფარებდნენ, მას შემდგომ რაც ახ.წ.ა. 70 წელს იერუსალიმი დაეცა. მას მერე, რაც ისინი 2011 წელს საქვეყნოდ ცნობილნი გახდნენ, ფირფიტებზე უამრავი თეორია გაჩნდა. მრავალი ადამიანის თქმით დოკუმენტები ნაყალბებია.

undefinedundefined

შესაძლოა, რომ დოკუმენტები ზოგ ადამიანთა რელიგიურ შეხედულებებს ეხეოდეს. ელიკინგსტონსის მიხედვით ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მაინც იბრძვის დოკუმენტების აღიარებისთვის. ერთი ტექსტის მიხედვით იესომ აღადგინა მეფე დავითის 1000 წლის წინანდელი ტრადიციები და არ შეუქმნია ახალი რელიგია. ის ეთაყვანებოდა ღმერთს, რომელიც როგორც ქალი, ისე კაციც იყო.

ამჟამად პროფესორ როჯერ ვებმა და კრის ჯეინესმა ფირფიტებს ტესტირება ჩაუტარეს „უდაბნოში ნაპოვნი სხვა რომაული ეპოქის ტყვიის ნიმუშებს შეადარეს, რომელიც დორსეტის გათხრებისას იპოვეს“. ვებისა და ჯეინეს ანალიზის მიხედვით ტყვია კოდექსში 100 წლისაა.

თუმცა, Science World Report-ი ამტკიცებს, რომ კოდექსის კრისტალიზირებული ანალიზი აჩვენებს, რომ ის 1800-2000 წლებს შორისაა დამზადებული. ამგვარად ექსპერტები ამბობენ:

„გარემო პირობები სხვადასხვა ნივთებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. მიუხედავად ანალიზის განსხვავებული შედეგებისა, ჩვენ მაინც მყარი საფუძველი გაგვაჩნია ვიფიქროთ, რომ ისინი დიდი ხნის არიან, რადგან შესწავლისას დადგინდა: ტექსტი და დიზაინი მიუთითებს, რომ დოკუმენტები დაახლოებით 2000 წლის წინანდელია.“

undefined

ტექსტის ანალიზისას გაირკვა, რომ გამოყენებული ენა და დამწერლობა პალეო-ებრაულია. თუმცა, პროფესორი როჯერ ვები აღნიშნავს, რომ „გინდ ტყვიის ლითონი და წარწერა ძველი იყოს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ მასზე დაწერილი სიმართლეა.“ ლითონის ფირფიტებს მრავალი რვაქიმიანი ვარსკვლავები აქვს და იხსენიებს მოციქულ პეტრეს, იოანეს და იაკობს იესო ქრისტესთან ერთად.

დოქტორი როვან უილიამსი, კენტერბერიის ყოფილი მთავარეპისკოპოსი და ახლანდელი კემბრიჯის მაგდალინელის კოლეჯის რექტორი, ითხოვს იორდანიის კოდექსების ხელახალ შესწავლას.

განახლებული ინტერესი კოდექსისადმი გამოიწვია ორი ბრიტანელი ავტორის, დევიდ და ჯენიფერ ელკინგტონების კვლევამ. დევიდ ელკინგტონმა Christian Today-ს უთხრა, რომ ლითონის ფირფიტაზე გამოსახული სახე მართლაც ქრისტესია. მისი აღწერილობის მიხედვით: „მისი სახე გარშემოტყმულია შარავანდედით. კოდექსი დალუქული იყო ყველა მხრიდან და ტყვიის ყუთში ჩადეს ჩრდილო იორდანიის გამოქვაბულში, სადაც შემდგომ აღმოაჩინეს.“

როცა ელკინგტონს ჰკითხეს მიიღო თუ არა ფირფიტებმა სწორი შეფასება, მან თქვა: „ეს ეჭვები უნდა გაიფანტოს იორდანიაში სათანადო არქეოლოგიური კვლევებით.“

არქეომეტალურგისტმა და ამმანში სიძველეების ყოფილმა დირექტორმა, დოქტორ ზიად ალ საადმა გამოაცხადა, რომ იორდანიის კოდექსი საუკუნის ყველაზე დიდი აღმოჩენაა. მან თქვა: „ეს მანუსკრიპტები იორდანიის და მსოფლიოს სიძველეების საგანძურია, ვიმედოვნებთ მას მალე გავიზიარებთ მთელს დანარჩენ მსოფლიოსთან.“

ფირფიტებს დრო დასჭირდებათ, რათა აღიარება მოიპოვონ, მაგრამ მანამდე უნდა მოვითმინოთ, სანამ მეცნიერები ახალ აღმოჩენებს გააკეთებენ მათი შესწავლისას.