მნიშვნელოვანი სიახლეები
აბიდოსის არაკანონიერი გათხრებისას ეგვიპტის ბოლო ფარაონის წარწერები აღმოაჩინეს

აბიდოსის არაკანონიერი გათხრებისას ეგვიპტის ბოლო ფარაონის წარწერები აღმოაჩინეს

ეგვიპტელი არქეოლოგების ჯგუფმა ქვის ფილაზე შესრულებული წარწერა აღმოაჩინა, რომელიც აბიდოსის ერთ-ერთ სახლის ქვეშ იყო ჩამარხული. ამ ძველი აგურის სახლის მცხოვრები და მისი თანამზრახველები უკანონო გათხრებს აწარმოებდნენ.

ქვის ფირფიტაზე შესრულებულია რელიეფური გამოსახელებები და წარწერები, სადაც ეგვიპტის უძველესი  ფარაონები იხსენიება. ამ შემთხვევაში საუბარია ფარაონ ნექტანებო II, რომელიც 30-ე დინასტიის დასასრულისას, ძვ.წ.ა. 360-დან 342 წლებში მმართავდა ქვეყანას.

ამ ნაპოვნ არტეფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.ზემო ეგვიპტის სიძველეთა ცენტრალური ადმინისტრაციის მმართველი ჰანი აბულ აზმი აცხადებს, რომ ქვის ბლოკი მეფის სალოცავის ან მისი ბრძანებით აშენებული ტაძრის კედლის ნაწილია.

ნექტანებო II-ის მეფობისას მრავალი მშენებლობა მიმდიბარეობდა აბიდოსის მიდამოებში.

მისი პერიოდის ხელოვნების სტილი გამორჩეულია პტოლემეების სამეფოში. ფარაონის შთაგონების წყაროს ეგვიპტური ღმერთების კულტები წარმოადგენდა. მან 100-ზე მეტ ადგილას დატოვა თავისი კვალი, მათ შორის ისიდას დიდ ტაძარშიც.

გამოძიების დასრულების შემდგომ არქეოლოგები სახლში თხრას გააგრძელებენ. დასადგენია თუ რის ნაწილს წარმოადგენს ნაპოვნი რელიეფური ქვის ფილა - სალოცავის ნაწილს თუ ტაძრის კედელს. ქვის ბლოკის 1.4-დან 40 სმ-მდეა.

არალეგალური გათხრებით სახლის ქვეშ 4 მეტრის სიღრმის ორმოს მიაკვლიეს. ქვის ფილა მის ძირში აღმოჩნდა. შესაძლოა წინ კიდევ მრავალი აღოჩენა ელოდებოდეს არქეოლოგებს.