მნიშვნელოვანი სიახლეები
აბუ დჰაბის მახლობლად 4000 წლის წინანდელი სავაჭრო ცენტრი იპოვეს

აბუ დჰაბის მახლობლად 4000 წლის წინანდელი სავაჭრო ცენტრი იპოვეს

არქეოლოგების გუნდმა 4000 წლის წინანდელი სავაჭრო ცენტრი აღმოაჩინეს, სადაც ადრე სავაჭრო გზა გადიოდა, სირ ბანი იასის კუნძულზე, აბუ დჰაბის სანაპიროსთან.

ათასწლეულის წინანდელი სავაჭრო ცენტრი

არქეოლოგების ჯგუფმა გათხრები არაბთა გაერთიანებული საამიროების კუნძულზე აღმოაჩინეს, ის რაც მათი აზრით 4000 წლის წინანდელი სავაჭრო გზაზე საქონლის გაცვლის ადგილის არსებობას მიუთითებს. შენობების ნანგრევებში დიდ თიხის ქილების ფრანგმენტები იპოვეს. ექსპერტთა თქმით, ისინი ბაჰრეინში დაახლოებით 4000 წლის წინ დამზადდა. ამავე პერიოდში დღევანდელი გაერთიანებული ემირატების, ბაჰრეინის, ერაყისა და სამხრეთ აზიის ტერიტორიებს შორის დიდი ვაჭრობა მიმდინარეობდა. თიხის ქილები არაბეთის ნახევარკუნძულზე გემებით მოხვდნენ.

არტეფაქტების შემდგომი კვლევებითა და ანალიზებით ჩანს, რომ პაკისტანის ტერიტორიიდან ჩამოტანილი თიხის ჭურჭლეულობებიც არის. ნაპოვნი იყო ასევე ბრინჯაოს ხელსაწყოები რაც მიუთითებს, რომ გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე ბრინჯაოს ეპოქაში სპილენძისთვის ვაჭრობა მიმდინარეობდა. ეს ნაპოვნი არტეფაქტები და შენობების ნანგრევები ერთად მიუთთებენ სავაჭრო გზის მნიშვნელობას.

არქეოლოგიურ მონაპოვარში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დილმუნის სამარკო ბეჭედი: ამით ვაჭრები აღნიშნავდნენ თავიანთ საქონელს. ბეჭედზე გამოსახულია ცხოველი და ადამინის მაგვარი ფიგურა მთვარის ქვეშ.

იმედოვნებენ, რომ სამომავლო გათხრებით კიდევ მეტს იპოვიან და შეისწავლიან ამ რეგიონზე.