მნიშვნელოვანი სიახლეები
ადრეული ქრისტიანობის ცოცხალი გადმოანშთი: მარ საბას მონასტერი (+ვიდეო)

ადრეული ქრისტიანობის ცოცხალი გადმოანშთი: მარ საბას მონასტერი (+ვიდეო)

დღეს ახლო აღმოსავლეთში ისლამია დომინანტური რელიგია. თუმცა, ქრისტიანობას ამ რეგიონის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები და ერთ დროს ის ყველაზე გავრცელებული რელიგია იყო აღმოსავლეთ შუამდინარეთში. პალესტინის უდაბნოები, სირია, ეგვიპტე და ერაყი სავსე იყო უძველესი მონასტრებითა და ეკლესიებით. სამწუხაროთ მრავალი მათგანის ნანგრევები გაანადგურა ახლახანს მომხდარმა უბედურებებმა, რომლებიც უმეტესწილად ისის უკავშირდებოდნენ. ერთადერთი მონასტერი რომელიც ჯერ კიდევ შემორჩა და არც საფრთხეში იმყოფება არის მარ სანას მონასტერი, რომელიც იერუსალიმის ძველ ქალაქსა და მკვდარ ზღვას შორის მდებარეობს. ის დაარსდდა ახ.წ.ა. 483 წელს სირიელ-კაპადოკიელი ბერ წმინდა საბა განწმენდილის მიერ. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონასტერია და მან მართმადიდებლურ ეკლესიის ტრადიციებზე დიდი გავლენა მოახდინა.

მართმადიდებლური ეკლესია ყველაზე ძველია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის და ყველაზე ახლოსაა ადრეული ქრისტიანი მამებისა და მოციქულების სწავლებასთან. ამ სტატიაშიც საუბარია ამ უძველესი ეკლესიის უძველესი მონასტრის შესახებ, რომელიც შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მონასტერიც კი იყოს.

წმინდა საბა

მონასტრის დამაარსებელი წმინდა საბა დაიბადა ახ.წ.ა. 439 წელს. მისი მამა იოანე რომაელი ჯარისკაცი იყო და დედას სახელად ერქვა სოფია. ორივე მათგანი ღვთისმოსავი ქრისტიანი იყო. ტრადიციული გადმოცემის თანახმად, როცა საბას ხუთი წელი შეუსრულდა მშობლებმა ის ბიძამის მიაბარეს.  რვა წლის საბა ფლავიანეთა მონასტერში ეპისკოპოსს შეხვდა. ამის შემდგომ მან გადაწყვიტა იქ დარჩენილიყო და სამომავლოდ ბერი გამხდარიყო.

ათი წლის შემდგომ საბა ბერი გახდა და იერუსალიმის მახლობლად მონასტერში წავიდა, სადაც წმინდა ექვთიმეს მოწაფე გახდა. ის მის მოწაფედ დარჩა, სანამ 30 წელი შეუსრულდებოდა. როცა 30 წელს მიაღწია, მისმა მოძღვარმა დალოცა, რომ ხუთი წელი რომელიმე გამოქვაბულში განდეგილად ეცხოვრა. მოგვიანებით მას რამოდენიმე სხვა განდეგილიც დაუახლოვდა და ერთად გამოქვაბული ლავრად მოაწყვეს. ის შედგებოდა რამოდენიმე ოთახისგან ეკლესიით და ერთ ცენტრალურ ადგილით, სადაც ყოველ კვირას ბერები ერთად იკრიბებოდნენ. მალე მათ სხვა ბერებით დაუახლოვდნენ, რომლებსაც სურდათ მათგან სულიერი სწავლება მიეღოთ. ამგვარად წმინდა საბა გახდა მარ საბას მონასტრის დამაარსებელი ახ.წ.ა. 483 წლისთვის.

მონასტრის როლი  მართმადიდებლურ ღვთისმსახურებაში

მარ საბას მონასტერმა დიდი როლი ითამაშა მართმადიდებლური ღვთისმსახურების ისტორიაში. ლიტურგიკული წესები, რომლებიც წმინდა საბას მონასტერში აღესრულებოდა დამკვიდრდა ყველა მართმადიდებლურ ეკლესიაში. ასევე მარ საბა იყო ჩართული მონოფიზიტებისა და ორიგენეს ერესის მიმდევრებთან ბრძოლაში. მონოფიზიტთა ერესი უარყოფდა ქრისტეს ადამიანურ ბუნებას და მას მხოლოდ ღმერთად მიიჩნევდა, ხოლო მართმადიდებლობაში ქრისტე როგორც ადამიანის, ისე ღვთაებრივი ბუნების მატარებელია.

ორიგენიზმი იყო თეოლოგიური ხედვა, რომელიც ადრეული ქრისტიან ორიგენეს უკავშირდებოდა. ორიგენეს თავისებური ალეგორიული გაგება ჰქონდა ბიბლიის და ყოვლადწმინდა სამების ჰიპოსტასები (მამა, ძე და სულიწმინდა) არა თანასწორად მიაჩნდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მართმადიდებელმა ქრისტიანებმა ახ.წ.ა 553 წელს მეხუთე საეკლესიო კრება გამართეს, სადაც მისი სწავლება ერესულად სცნეს.

რთული დროის მოსვლა

წმინდა საბას შემდგომ მონასტერმა მრავალი რთული პერიოდი გადაიტანა. ახ.წ.ა. 614 წელს მას სპარსელები დაესხნენ თავს და 44 ბერი მოკლეს. ისინი მონასტრის პირველი წამებულები გახდნენ. 796 წელს მონასტერი გაიძარცვა და 809 და 813 წლებში ისევ თავს დაესხნენ. მე-12 საუკუნეში ჯვაროსნების მეფეები გახდნენ მონასტრის მფარველები და 1169 წელს განაახლეს კიდეც. 1187 წელს სალადინმა დაამარცხა ჯვაროსანთა სამეფო, მაგრამ მონასტერმა მაინც გააგრძელა არსებობა. მე-19 საუკუნეში ის ისევ განაახლეს. მონასტერი დღემდე მოქმედია და უნესკოს მსოფლიოს ძეგლთა სიაშია.

ასეთი პოლიტიკური კლიმატის პირობებში რთულია თქმა თუ რა ელოდება მას, მაგრამ სანამ ის ცოცხლობს, მასთან ერთად ჯერ კიდევ რჩება ქრისტიანული მემკვიდრეობა ახლო აღმოსავლეთში.