მნიშვნელოვანი სიახლეები
აგესილაე II - სპარტელთა მეომარი მეფე

აგესილაე II - სპარტელთა მეომარი მეფე

აგესილაე II იყო ძველი ბერძნული ქალაქ სპარტას მეფე ძვ.წ.ა. მე-4 საუკუნისთვის. აგესილაე ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ბრძოლებით სპარსელთა წინააღმდეგ ანატოლიაში, ასევე წარმატებას მიაღწია კორინთიულ ომებში. სპარტელებმა თებელები დაამარცხეს ლეუკტრას ბრძოლაში, რომელიც ძვ.წ.ა. 371 წელს მოხდა, თუმცა ამის მიუხედავად საბოლოოდ სპარტელთა გავლენა პელოპონისზე დამთავრდა.

აგესილაე იყო სპარტას მეფე არქიმადეს II-ის მეორე ვაჟი. მამამისის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ნახევარ ძმა აგის II ავიდა, მაგრამ ძვ.წ.ა. 400 წელს გარდაიცვალა. ჩვეულებრივ სიტუაციაში მისი ძმისშვილი უნდა ასულიყო ტახტზე, მაგრამ იყო ხმა გავრცელებული, რომ ის სინამდვილეში სპარტელი გენერლის უკანონო შვილი იყო. ამგვარად აგესილაე გახდა სპარტას შემდგომი მეფე.

ბერძენი ბიოგრაფი პლუტარქე ადესილაეს ცხოვრებასში აღნიშნავს, რომ ის სპარტას მთელი მოსახლეობის საყვარელი მეფე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი როგორც წესი განსხვავებული იდეებით იყო სავსე.

აგესილაე, სამხედრო წინამძღოლი

აგესილაე როგორც სამხედრო ლიდერი,  პირველად ბრძოლობდა ანატოლიაში სპარსელთა წინააღმდეგ და მის დავალებას წარმოადგენდა ბერძნული ქალაქების განთავისუფლება. პლუტარქეს მიხედვით სპარტელთა სამხედრო მეთაური ლისანდერის გამო ომის დაწყება გადაწყდა. ამის გამო აგესილაესაც მოუწია ბრძოლებში მონაწილეობის მიღება.

მღელვარება სახლში

აგესილაესის სამხედრო კამპანია მცირე აზიაში წარმატებულად დამთავრდა. ძვ.წ.ა. 394 წელს ის უკან საბერძნეთში დაიბარეს, რადგან სპარტას რამოდენიმე რეგიონში აჯანყებები ხდებოდა. ძვ.წ.ა. 394 წლის აგვისტოს მან კორონეას მახლობლად ბრძოლა მოიგო, მაგრამ მალევე კორინთელთა ომი დაიწყო, რის გამოც აგესილაეს სამშობლოს დასაცავად საბერძნეთში მოუწია დარჩენა.

სპარტელებმა ომი დაიწყეს ათენელების, კორინთოელების და ბოეოთიენელების გაერთიანებულ ძალებთან, რომლებსაც სპარსელთა გემები უჭერდნენ მხარს. მიუხედავად რამოდენიმე გამარჯვებებისა სპარტელებმა საბოლოოდ ომი ვერ მოიგეს. ამის გამო ძვ.წ.ა. 387 წელს სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო სპარტელთა და სპარსელთა შორის.  შედეგად სპარტელებმა შეინარჩუნეს ძალაუფლება საბერძნეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დაკარგეს გავლენა მცირე აზიის ტერიტორიებზე.

სპარტელთა გავლენა დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ.წ.ა. 379 წელს თებეს ქალაქი აუჯანყდნენ და დაამარცხეს ისინი.

აგესილაესმა გააგრძელა სპარტის მართვა და დაქირავებულ სამხედრო მეთაურად მსახურობდა, რათა თავისი ქალაქისთვის თანხა ეშოვა, მაგრამ უშედეგოდ. ის კირენეში  ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.