მნიშვნელოვანი სიახლეები
აღმოაჩინეს დაახლოებით 120 ეგვიპტური გემის გამოსახულება, რომელიც 3800 წლის წინანდელია

აღმოაჩინეს დაახლოებით 120 ეგვიპტური გემის გამოსახულება, რომელიც 3800 წლის წინანდელია

120-მდე დეტალური უძველესი ეგვიპტური გემის გამოსახულება, რომელიც 3800 წელს ითვლის ეგვიპტეში აბიდოს შენობის კედლებზე აღმოაჩინეს, რამაც ახალი ინფორმაცია მოგვცა ამ მიდამოს შესახებ, რომელსაც პირველად 1901-1903 წლებში მოკლე ხნით  არტურ ვეიგალი და ჩარლზ ქარელი სწავლობდნენ. ამ დროს ვეიგალმა აღმოაჩინა სენვოსერტ III-ის სამარხი, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ.ა. 1878-დან 1839 წლებს შორის მართავდა მეთორმეტე დინასტიისა. არქეოლოგთა თქმით შენობა სულ დაახლოებით ოთხ ათასწლეულს ითვლის.

ახლახანს საერთაშორისო ჟურნალ Nautical Archaeology-ში ჯოზეფ ვეგნერმა პელსინვალინიის უნივერსიტეტიდან, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობდა წარმოადგინა შრომები და სურათები ეგვიპტური გემების გამოსახულებით კედლებზე. უძველეს ეგვიპტეში ფარაონის სამარხში გემის დამარხვა უცხო წესი არ იყო. ვეგნერის აზრით ის ფაქტი, რომ ხის გემები იყო გამოსახული აბიდოსში, შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ  ადრე აქ გემი იყო ჩამარხული.

undefined

არქეოლოგებმა ახლახანს ბათქაშისა და საღებავის ნარჩენები რამოდენიმე ხის ფრანგმენტთან ერთად 2014 და 2016 წელს იპოვეს. თუმცა, ყველაზე გასაოცარი იყო სამხრეთ აბიდოსში ნაპოვნი 120-ზე მეტი განცალკევებული გემის გამოსახულება. ყველაზე გრძელი გამოსახულება 152 სმ-ის სიგრძისაა.

ვეგნერის განცხადების მიხედვით გემების  გარდა შედის ქურციკის, ნახირის და ყვავილების გამოსახულებებიც. შენობასთან მახლობლად სამარხის შესასვლელთან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 145 თიხის ჭურჭელი. უმეტესობა ლუდის შესანახი ჭურჭლეულობაა. ვეგნერის თქმით:

„ჩვენ არ შეგვიძლია საბოლოოდ ვუპასუხოთ იმისდა გამომდინარე რაც გვაქვს. თუმცა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათ ვინამაც გამოსახულებები შექმნა გემიც ააშენა. რა თქმა უნდა არაა გამორიცხული ფარაონ სენვოსერტ III-ის დაკრძალვის ცერემონიალის შემდგომ ხალხმა უბრალოდ გამოსახულებები ამოკაწრა კედლებზე. ან შესაძლოა ფარაონის სიკვდილიდან მოგვიანებით ვინმემ შეძლო სამარხთან მისულიყო და უბრალოდ ამოეფხაჭნათ გემები. არქეოლოგემა გაარკვიეს, რომ რამოდენიმე ადამიანი იყო სამარხში ნამყოფი ფარაონის სიკვდილის შემდგომ. შესაძლოა მაგ დროს წაეღოთ გემიც, რის შედეგადაც მხოლოდ რამოდენიმე ხის ფიცარი შემოგვრჩა.“

არქეოლოგები ასევე დაინტერესდნენ ნაპოვნი თიხის ჭურჭლეულობით, რომელიც შენობის შესასვლელში იპოვეს. შესაძლოა ისინი შესაწირავის ნაწილი ყოფილიყო. ვეგნერი ამაზე წერს:

„სასმელის შეწირვა იყო ეგვიპტური დასაფლავების რიტუალის ნაწილი, მაგრამ ჩვეულებრივ მას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. შესაძლოა თიხის ქილები წყლით იყვნენ სავსე და გემთან ერთად ფარაონს უნდა დახმარებოდა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეში გადასასვლელად.“

ვეგნერი თავის მკვლევართა გუნდთან ერთად იმედოვნებს, რომ შემდგომი შესწავლ;ებით უფრო მეტ პასუხს მიიღენს. ისინი ეგვიპტის სიძველეების სამინისტროსთან თანამშრომლობენ სამომავლო კვლევებისთვის.