მნიშვნელოვანი სიახლეები
ალპებში 4000 წლის "ლანჩ-ბოქსი" აღმოაჩინეს

ალპებში 4000 წლის "ლანჩ-ბოქსი" აღმოაჩინეს

 4000 წლის წინათ მცხოვრები ალპინისტების კუთვნილი მშვილდის ნატეხებს, ისრებს და სურსათის ხის კონტეინერს  შვეიცარიის ალპებში, ლეჩბერგის უღელტეხილზე მიაკვლიეს.

არქოლოგები თვლიან, რომ აღმოჩენილი არტეფაქტები ბრინჯაოს ხანის მონადირეებს, ანდა მწყემსებს ეკუთვნოდათ. მათ ჩვენს ერამდე დაახლოებით 2000 წლის წინათ დიდი კლდის ქვეშ თავშესაფარი ნახეს.

 "ზღვის დონიდან 2600 მეტრზე  ძალიან ძლიერი ქარი უბერავდა და ამიტომაც კლდეს შეეფარნენ. ჩვენ იქ ვმუშაობდით და ამას მაშინვე მივხვდით. ჩვენი აზრით აქ კლდის ძირას შესაძლოა თავშესაფარი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კლდე ჩამოიქცა", - აცხადებს არქეოლოგი რეგულა გუბლერი.

აღმოჩენა 2011 წელს გაკეთდა. 2012 წელს შვეიცარიელმა არქეოლოგებმა გათხრები დაიწყეს და რამდენიმე ნივთი კიდევ აღმოაჩინეს, მაგრამ შემდეგ მუშაობა ცუდი ამინდის გამო შეწყდა.

ამა წლის სექტემბერში გათხრები განახლდა. არქეოლოგებმა მშვილდის კიდევ რამდენიმე ნამსხვრევი და მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავისა ზოლები და რქის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ყველა ნივთის ასაკი 4000 წელია.