მნიშვნელოვანი სიახლეები
ამერიკაში ნეანდერტალელთა კვალს მიაგნეს

ამერიკაში ნეანდერტალელთა კვალს მიაგნეს

აშშ-ს ტერიტორიაზე აღმოჩენილი დიდი ცხოველების ნეშთების დაწვრილებითი ანალიზისას მათზე ადამიანის მოქმედების კვალი აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, პირველი ადამიანები მატერიკზე არა 15 000 წლის წინათ, არამედ უფრო ადრე, 130 000 წლის წინათ გამოჩნდნენ.

 1992 წელს სამხრეთ კალიფორნიაში ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს მუშები უძველესი ძვლების გროვას წააწყდნენ. მშენებლობა მაშინვე შეჩერდა და მუშაობაში არქეოლოგები ჩაერთვნენ. როგორც აღმოჩნდა ეს სპილოსმაგვარი ცხოველების - მასტოდონტების ძვლები იყო. ხორთუმიანთა ძვლებზე და ეშვებზე ადამიანის აქტოვობის კვალი აღმოჩნდა. ამ აღმოჩენამ მკვლევარები შოკში ჩააგდო: ადამიანები ჩრდილო ამერიკაში 15 000 წლის წინათ გამოჩნდნენ, ხოლო აღმოჩენილი ძვლები უფრო გვიანდელები იყვნენ.

დათარიღების ურან-თორიუმის მეთოდით არქეოლოგებმა უფრო ზუსტი ციფრი განსაზღვრეს - 130 000 წელი. ამერიკის პალეონტოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერთა მტკიცებით შეცდომა გამორიცხულია: ძვლებზე შემორჩენილი კვალი „აშკარად მიუთითებს, რომ სწორედ უძველესმა ადამიანმა მოახდინა მათი შეგნებული დეფორმირება“. ადამიანის ხელის გარდა უძველესი იარაღების კვალიც ჩანს.

 როგორც დღემდე ითვლებოდა, ადამიანის წინაპრები ჩრდილო ამერიკაში 15 000 წლის წინათ ჩავიდნენ - უფრო გვიან, ვიდრე სხვა კონტინენტებზე. ისინი უკვე თანამედროვე ადამიანები, homo sapiens-ები იყვნენ. ისინი ციმბირიდან ალიასკაზე გადავიდნენ. სამხრეთ კალიფორნიაში ადამიანთა ნეშთების არარსებობა კითხვებს ბადებს: ვინ იყვნენ ეს საიდუმლოებით მოცული „მონადირეები“ და როდის ჩავიდნენ ისინი ამერიკაში?

მანამდე მეცნიერებს ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეუძლიათ: ეს არსებები ჩვენი პირდაპირი წინაპრები არ იყვნენ. Homo sapiens-მა აფრიკა პირველად 80 000-100 000 წლის წინათ დატოვა. ამიტომ საიდუმლო მონადირეები ჩვენი სახეობის სხვა „პოტენციურ „ კანდიდატებს შორის უნდა ვეძებოთ. 130 000 წლის წინათ ევრაზიის ველებში Homo erectus-ები გადაადგილდებოდნენ. მათი პირველი კვალი  2 მილიონი წლის წინათ იკვეთება. ისინი ასევე შეიძლება  Homo neanderthalensis - ნეანდერტალელებიც ყოფილიყვნენ, რომლებიც ევროპაში სავარაუდოთ თანამედროვე ადამიანების წინაპრებს შეერივნენ. ასევე ამ როლზე განიხილავენ Denisovans - დენისოველ ადამიანს, რომლის კვალიც ალტაის მხარეში აღმოაჩინეს. დენისოველი ადამიანის დნმ-ის კვალს ავსტრალიელ აბორიგენებში მიაკვლიეს.

საინტერესო კიდევ ერთი ფაქტია: არქეოლოგებმა ჩრდილო ამერიკაში ადამიანის არსებობის რამდენიმე კვალს სხვადასხვა დროს მიაკვლიეს. მაგრამ ჯერ ერთი ამ კვალის ადმიანისთვის მიკუთვნება სათუო იყო და მეორეც, ამ კვალიდან უხნესი 50 000 წლის ასაკისაა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გზის მშენებლობისას აღმოჩენილ ძვლებზე არსებული კვალი.