მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგები ათ ეგვიპტურ კლდეში ნაკვეთ სამარხს წააწყდნენ

არქეოლოგები ათ ეგვიპტურ კლდეში ნაკვეთ სამარხს წააწყდნენ

ეგვიპტის სიძველის სამინისტროს მისიისას ასვანის დასავლეთ სანაპიროზე კლდეში ნაკვეთ აქამდე უცნობ სამერხებს წააწყდნენ. სამარხები მოგვიანო პერიოდით თარიღდება (ძვ.წ.ა. 664-332 წელი) და მათში იპოვეს სარკოფაგები, მუმიები და განსვენებულთა არტეფაქტები.

არქეოლოგთა ჯგუფი მახლობელ აგჰა კაჰნუს მავზოლეომთან მუშაობდნენ, როცა სამარხები იპოვეს. ნასრ სალამა, ასვანისა და ნუბიის სიძველეების გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სამარხები არქიტექტურულად ერთმანეთს ჰგვანან. ყველას გააჩნია პატარა კიბის საფეხურები შესასვლელ კარებთან, რომელსაც პატარა დასაკრძალავ ოთახში შეჰყავხარ. სამარხის შიგნით მკვლევარებმა იპოვეს ქვის სარკოფაგები და მუმიები, რომლებიც მოოქროვილ კუბოებში იყვნენ, ჰქონდათ მოხატული მუმიის ნიღაბი, თიხის ჭურჭლები და კანოპას ჭურჭლეულობა.

საწყისი შესწავლითი სამუშაოების მიხედვით სამარხები სავარაუდოდ ასვანის ნეკროპოლისის გაგრძელებაა, რომელშიც ძველი, საშუალო და ახალი სამეფოს სამარხებია. არქეოლოგთა გუნდი ისევ აპირებს დაუბრუნდეს გათხრებს სექტემბრისთვის. იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ უფრო მეტს შეისწავლიან.

2015 წლის ივნისს გამოაცხადეს, რომ ამ სამარხებიდან ექვსი 26-ე დინასტიის ელიტარული წევრების საკუთრებაა. აქამდე ასვანის მიდამოებში ადრეული და შუა დინასტიის სამარხები იყო აღმოჩენილი.

ეს სამარხები 2011 წელს გაიძარცვა არეულობის დროს, თუმცა მრავალი არტეფაქტი, მუმია, სარკოფაგი და ღმერთ ჰოროსის ქანდაკება მძარცველების ხელს მაინც გადაურჩა.

26-ე დინასტია ეგვიპტის ისტორიაში რენესანსის დროდ სახელდება, რადგან ასურილი ბატონობის შემდგომ ეგვიპტელ მმართველებს სურდათ ძველი კულტურის აღორძინებით თავიანთი თავი  კანონიერ მეფედ დაემკვიდრებინათ.