მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა 13 000 წლის ასაკის დაპლომბილი წინა კბილები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა 13 000 წლის ასაკის დაპლომბილი წინა კბილები აღმოაჩინეს

ორი ზედა ცენტრალური საჭრელი კბილი, რომელიც ერთ ადამიანსეკუთვნოდა, ჩრდილო იტალიაში ლუკას მახლობლად აღმოაჩინეს. თვითოეულ კბილს დიდი ნახვრეტი აქვს, რომელიც ღრმაა და პულპის კამერამდე აღწევს.

არქეოლოგ სტეფანო ბენაცის განცხადებით მისმა ჯგუფმა სხვადასხვა ხერხები გამოიყენა, რათა ნახვრეტები შიგნიდან კარგად დაეთვალიერებინათ. მათ შიდა კედლებზე მთელი რიგი ჰორიზონტალური დამუშავების კვალი აღმოაჩინეს. სავარაუდოთ ისინი მცირე ზომის ქვის იარაღებით სპეციალურად გაბურღეს და გააფართოვეს. მსგავსი დამუშავების კვალი ერთხელ უკვე იყო აღმოჩენილი - მაშინ იგი ქვის ხანაში სტომატოლოგიის არსებობის მტკიცებულებად მიიჩნიეს.

 მაგრამ ამჯერად იმ ეპოქის ინოვაციას მიაგნეს. კბილებში არსებული ნახვრეტები შეიცავდნენ  ბიტუმს, სახვადასხვა ბალახეულს და თმას, რომლის დანიშნულებაც ჯერ გაურკვეველია. მეცნიერთა ვარაუდით ეს საკვების ნარჩენები კი არა, არამედ პლომბზე სპეციალური დანამატებია.

  ავსტრალიის ვულოგონგის უნივერსიტეტის არქეოლოგის,  კლაუდიო ტუნიზის ვარაუდით, ბიტუმი ანტესეპტიკად არის გამოყენებული, თუმცა ადრე აღმოჩენილ არტეფაქტებში ანტისეპტიკის როლს ფუტკრის ცვილი ასრულებდა. მისი სიტყვებით ეს აღმოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ საკვებად თაფლისა და ბურღულეულის გამოყენებამდე (რის გამო სტომატოლოგიური პრობლემები ჩნდებოდა) უძველეს ადამიანებს კბილები  არა მხოლოდ უფუჭდებოდათ, არამედ მკურნალობდნენ კიდეც.