მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა 1700 წლის წინანდელი რომაული თეატრი აღმოაჩინეს იერუსალიმის დასავლეთ კედელთან

არქეოლოგებმა 1700 წლის წინანდელი რომაული თეატრი აღმოაჩინეს იერუსალიმის დასავლეთ კედელთან

არქეოლოგებმა იერუსალიმში აღმოაჩნეს რომაული იმპერიის დროინდელი პირველი სახალხო ნაგებობა, რომელიც მათი აზრით თეატრი უნდა იყოს. ნაგებობა ახ.წ.ა. მეორე ან მესამე საუკუნით თარიღდება და ძველი ქალაქის დასავლეთ კედლის გვირაბების ქვეშ იმყოფება.

ექსპერტთა აზრით ის შეიძლება იმპერატორ ადრიანეს მმართველობის დროინდელი იყოს და გამოიყენებოდა, როგორც ოდეონი - ადგილი მუსიკალური და დრამატული წარმოდგენებისთვის.

აღმოჩენა ამტკიცებს ისტორიულ ჩანაწერებს, რომლის მიხედვით ტაძრის მთასთან ახლოს თეატრი იყო.

თავდაპირველად გათხრებისას არქეოლოგებს ეგონათ, რომ მათ რომაული ქუჩა იპოვეს, შემდგომ მათ უილსონის თაღის ქვეშ მრგვალი ფორმის ნაგებობას მიაკვლიეს.

თაღი მე-19 საუკუნის მკვლევარი ჩარლზ იულსონის სახელს ატარებს და თარიღდება მეორე ტაძრის პერიოდით, ის იყო ხალხისთვის გასასვლელი თაღი, რომლის გავლით ტაძრისკენ მიდიოდნენ.

გათხრები იულსონის 2000 წლიან თაღთან უკვე ოთხი წელია რაც მიმდინარეობს და არქეოლოგთათვის მისი პოვნა ძალიან ამაღელვებელი იყო.

„ეს სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მიდამოა ამ ქვეყანაში, რომელიც რომაული იერუსალიმის  პერიოდისაა“  - ამბობს იერუსალიმის მთავარი არქიტექტორი იუვალ ბარუჩი.

ამ მიდამოში სავარაუდოდ რომაელი მოხელეები ცხოვრობდნენ და შესაძლოა მახლობლად მათი სახლებიც ყოფილიყო. არქეოლოგთა თქმით, ნაპოვნი თეატრი პატარა ზომისაა რომაულ თეატრებთან შედარებით. შესაძლოა იქ მოხელეთა ყრილობა ან რელიგიური აქტივობებიც მიმდინარეობდა.