მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ასირიული ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტები იპოვეს

არქეოლოგებმა ასირიული ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტები იპოვეს

უძველესი ჩანაწერების პოვნა მუდამ ამაღელვებელია არქეოლოგებისთვის. დოკუმენტირებული მოვლენები, წერილები, სიები, მხატვრული ლიტერატურა - ეს ყველაფერი გვეხმარება ჩვენი წინაპრების ისტორიის აღდგენაში. ამრიგად ერაყის ქურთისტანის რეგიონში აღმოჩენილი ძვ.წ.ა 1250 წლის წინანდელი 100-მდე ლურსმული დამწერლობის თიხის ფირფიტები, დიდი მნიშვნელობის გახლავთ შუა ასირიული იმპერიის პერიოდის შესასწავლად. ამათგან ორი ფირფიტა ეხება მითანის სამეფოს, რომელზედაც მცირედია ცნობილი.

ფირფიტები ბასეთკის დასახლებასთან ამ წელს სექტემბერ-ოქტომბრის გათხრებისას იპოვეს. აქედან 60 თიხის ფირფიტა თიხის ყუთში იყო, რომელიც დანგრეული შენობის შიგნით იმყოფებოდა. პროფესორ პიტერ პფალზნერის თქმით - „როგორც ჩანს ჩანაწერებს სავარაუდოდ სახლში ინახავდნენ“.

ბასეთკი იყო ბრინჯაოს ხანის მივიწყებული დასახლება, სანამ 2013 წელს პროფესორმა პფალზნერმა თავისი კოლეგების ხელშეწყობით არ აღმოაჩინა. მათი მუშაობით დადგინდა, რომ ის მნიშვნელოვან შუამდინარეთიდან ანატოლიისა და სირიის მხარეს სავაჭრო გზების გასაყარზე იყო. ბასეთკი ურბანული ცენტრი იყო, სადაც ხალხი ძვ.წ.ა. 3000-დან 600 წლამდე ცხოვრობდნენ.

Science Daily-ს მიხედვით ლურსმული ჩანაწერებიდან ორიმითანის სამეფოდანაა (დაახლოებით ძვ.წ.ა. 1550-1300 წლები).

სამწუხაროდ დრომ არ დაინდო თიხის ფირფიტები. ბასეთკის ჩანაწერების უმეტესობა დაზიანებულია და ძნელი წასაკითხია. ეს ართულებს მისი შემსწავლელების ამოცანებს. თუმცა პროფესორ პფალზნერს აქვს რამოდენიმე აზრი ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით:

„ჯერ არაა ცნობილი ფირფიტებში რა სახის ინფორმაციაა - საქმიანი, ლეგალურ საკითხებზე ან რელიგიურ მოვლენებზე. ჩვენმა ფილოლოგმა დოქტორ ბეტინა ფაისტმა შეძლო ერთი ფირფიტის ნაწილობრივად გაშიფრვა. იქ მოხსენიებულია ქალღმერთ გულას ტაძარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩანაწერი რელიგიურ თემატიკას ეხება.“

პროფესორი იმედოვნებს, რომ ჩანაწერების მეშვეობით ახალ ინფორმაციას მიიღებენ ძვ.წ.ა. ათასწლეულების წინანდელი შუამდინარეთს ისტორიაზე, საზოგადოებაზე და კულტურაზე.

მკვლევარები, მიუხედავად სირთულეებისა, ცდილობენ შეისწავლონ და გაშიფრონ თიხის ფირფიტების ტექსტები. როგორც იტყობინებიან მათ უკვე დაწყებული აქვთ სამუშაობები და იმედოვნებენ მალე ახალ ინფორმაციას გამოაქვეყნებენ.