მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ახალი ფრანგმენტები იპოვეს თავის ქალების გამოქვაბულში

არქეოლოგებმა ახალი ფრანგმენტები იპოვეს თავის ქალების გამოქვაბულში

მკვდარი ზღვის გრაგნილები დაახლოებით 1000-მდე ებრაულ, არამეულ და უძველეს ბერძნულ მანუსკრიპტებს შეიცავს, ზოგი მათგანი ებრაული ბიბლიის უძველესი ვერსიებია და არქეოლოგიის ისტორიაში ყველაზე დიდ აღმოჩენად ითვლება. ახლახანს მკვდარი ზღვის გრაგნილების ორი ფრანგმენტი იპოვეს იორდანიის უდაბნოში, მკვდარ ზღვასთან ახლოს თავის ქალების გამოქვაბულში, რომლებიც სახვევებში იყვნენ გახვეულნი.

წარწერები გრაგნილების ფრანგმენტებზე ჯერ არ გაშიფრულა, რადგან ძალიან ფრთხილი მოპყრობა სჭირდებათ, მაგრამ სავარაუდოდ ისინი ახალ ინფორმაციას დაამატებენ იესო ნაზარეველის შესახებ. მკვლევართა მიხედვით, ჯერ არ არიან დარწმუნებულები ეს წარწერები ებრაულად, არამეულად თუ საერთოდ სხვა დიალექტზეა დაწერილი.

პაპირუსის ნაწილები დაახლოებით 2 სმ სიგანისაა. არქეოლოგების თქმით მათ გამოქვაბულში გათხრების გაგრძელება გადაწყვიტეს, რადგან 2016 წლის მაისს ამ ადგილას ნაპოვნი რომაული და რკინის ხანის დოკუმენტები შავ ბაზარზეც მოხვდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თუ შევძლებთ ამ ფრანგმენტების დაკავშირებას იმათთან, რომლებიც იორდანიის უდაბნოდან მოიპარეს,“ ამბობს დოქტორი ური დავიდოვიჩი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან.

თავის ქალების გამოქვაბული არქეოლოგებმა 1960 წელს იპოვეს. გამოქვაბულს ასე შეერქვა, რადგან იქ ადამიანის შვიდი თავის ქალა და ძვლები იპოვეს. ის უდაბნოს ბუნებრივად შექმნილი გამოქვაბულების კომპლექსში ერთ-ერთი ნაწილია.

იორდანიის მშრალმა კლიმატმა ისევე, როგორც სხვა გამოქვაბულებში, თავის ქალების გამოქვაბულაში დოკუმენტების უმეტესობა კარგად შემოინახა.

სამწუხაროდ ბოლო დროს სიძველეების მძარცველების გამო ძნელი გახდა ზოგი ნაპოვნი მონაპოვარის ზუსტი დათარიღება.

ური დავიდოვიჩის თქმით: „ჩვენ გვაქვს მიზეზები ვივარაუდოთ, რომ იქ კიდევ ინახება გრაგნილები. რომაული და რკინის ხანის რამოდენიმე დოკუმენტი შავ ბაზარზე მოხვდა და ჩვეენ ვიცით ისინი ამ გამოქვაბულებიდან იყვნენ.“