მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ჩინეთში საიდუმლოთ მოცული პირამიდა აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ჩინეთში საიდუმლოთ მოცული პირამიდა აღმოაჩინეს

ჩჟენჩჟოუს მცხოვრებნი არქეოლოგების აღმოჩენას უკვე „მაგიურს“ უწოდებენ. მაგრამ იმის გასარკვევად,  თუ რა ხნისაა აკლდამა, ვისთვის ააგეს და რატომ ააგეს ამგვარი ფორმით, დაწვრილებითი ანალიზია საჭირო.

ჩინური მედია აკლდამას „ჩჟანჩჟოუს პირამიდას“ უწოდებს, მაგრამ იგი ეგვიპტურებზე გაცილებით ნაკლებია. აღმოჩენილი ორი აკლდამიდან პირამიდის ფორმის მხოლოდ ერთ-ერთია. მეორე აკლდამა ცილინდრული ფორმისაა. იგი სიგრძეში 30 მეტრი და სიგანეში 8 მეტრია. მისი ბოლოები დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებითააა განლაგებული. ვიწრო გასასვლელს პირამიდული აკლდამის ახლოს მდებარე მთავარ გუმბათთან მივყავართ.

 ექსპერტების განცხადებით  წაწვეტებულ წვერიანი აკლდამები ამ რეგიონში ხშირია.

კულტურული მემკვიდრეობის ხენანის ბიუროში აცხადებენ, რომ ამგვრი აკლდამები ხანის დინასტიის დროს (ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 206 - ჩვენი წელთ აღრიცხვით 220 წელი) გაჩნდა და მათ აგურისგან აგებდნენ.