მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ეგვიპტეში  7 ათასი წლის ქალაქი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში 7 ათასი წლის ქალაქი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში არქეოლოგებმა უძველესი ქალაქი გათხარეს, რომლის ასაკიც 7 ათას წელზე მეტია. გათხრების შედეგად აღმოჩენილია შენობები, ხელსაწყოები, საყოფაცხოვრებო და სამზარეულო ნივთები, ასევე უშველებელი აკლდამები.

ქალაქი ნილოსის მახლობლად, აბიდოსში ფარაონ სეთი I-ის ტაძრის მახლობლად მდებარეობს.

როგორც ვარაუდობენ ქალაქში  მაღალი თანამდებობის პირები და აკლდამების მშენებლები ცხოვრობდნენ. მისი აღზევების პერიოდი ძველი ეგვიპტის ისტორიის ადრეულ ეპოქას მიეკუთვნება.

ექსპერტები იმედს გამოთქვამენ, რომ ამ უძველესი ქალაქის აღმოჩენა ეგვიპტის ტურისტულ ინდუსტრიას ააღორძინებს, რომელიც 2011 წელს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ არასტაბილური პოლიტიკური გარემოს გამო დაქვეითების გზაზეა.

 ქალაქის ისტორია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 5316 წელს უნდა დაწყებულიყო. მისი მცხოვრებლები იქვე მახლობლად, ქალაქ აბიდოსში ტაძრების და აკლდამების მშენებლობებზე მუშაობდნენ. აბიდოსი ეგვიპტის სამეფოს ადრეულ პერიოდში დედაქალაქი იყო .