მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ეგვიპტეში ახალშობილთა, მორიელთა და ნიანგთა განსასვენებელი ადგილი იპოვეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში ახალშობილთა, მორიელთა და ნიანგთა განსასვენებელი ადგილი იპოვეს

არქეოლოგთა ჯგუფმა ეგვიპტეში გათხრებისას იპოვა სამარხები და აკლდამები - დათარიღებით ისინი ფარაონ თუტმოს III-ის და ამენჰოტეპ II-ის ეპოქის არიან. იქ იმყოფებოდა ახალშობილთა, თხების, კატების და მორიელების სხეულის ნარჩენები ნიანგის ჩონჩხთან ერთად.

3400 წლის წინანდელი სამარხის საიდუმლოებები

არქეოლოგთა გუნდი შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტიდანაა - ჩრდილო ევროპის ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟული უნივერსიტეტი - მათი აღმოჩენა გებელ ელ სილსილაში, ასვანიდან ჩრდილოეთით გააკეთეს. არქეოლოგიური გათხრა ჩატარდა იქ, სადაც 2015 წელს ქვიშაქვის უძველესი ქანდაკება იპოვეს. საფლავები კლდეშია გამოკვეთილი და ორი ოთახისგან შედგება. სავარაუდოდ დამარხული ადამიანები საშუალო კლასის ხალხი იყვნენ. ლუნდის უნივერსიტეტის არქეოლოგის მარია ნილსონის მიხედვით, სამარხი 3400 წლის წინანდელია. იქ 80-მდე სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანიი ნარჩენები იპოვეს. მაგრამ მოზრდილ ადამიანთა გარდა, იქ შედიოდა ახალშობილთა, ცხვრების, თხების და კატის ძვლებიც.

საიდუმლოებით მოცული ნიანგის პოვნა

გარდა ცხოველთა და ადამიანთა ძვლებისა, მათ იპოვეს უძველესი ნილოსის მაცხოვრებელი ნიანგის ჩონჩხი. არქეოლოგ ნილსონის მიხედვით „ცხოველები, როგორიცაა თხები და ცხვრები სავარაუდოდ გარდაცვლილთათვის იყო შეწირული“, თუმცა გაურკვეველია ნიანგის იქ არსებობა. არქეოლოგებმა ჯერ არ იციან ნიანგის ძვლები განზრახ იყო მოტანილი სამარხში, თუ რაიმე ბუნებრივი მიზეზი იყო ამისთვის. კვლევა ამ საკითხთან ჯერ კიდევ გრძელდება.