მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ეგვიპტეში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე X საუკუნის მუმია აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე X საუკუნის მუმია აღმოაჩინეს

ესპანელმა არქეოლოგებმა ლუქსორში კაშკაშა ფერებით შეღებილი სარკოფაგი აღმოაჩინეს. მასში იდეალურად შემონახული მუმია აღმოჩნდა, რომელიც სავარაუდოთ ფარაონის ამალაში შემავალ არისტოკრატს ეკუთვნის.

 ნეშთი აღმოჩნდა სამარხში, რომელსაც სპეციალისტები ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1075–664 წლებით ათარიღებენ. იგი ნილოსის დასავლეთ ნაპირზე ქაიროდან 700 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს.

 მუმია ქსოვილში იყო გახვეული  და რელიგიური სიმბოლიკის მქონე აქსესუარებით მორთული. მათ შორის ქალღმერთების ისიდას და ნეფტიდა, ასევე ღმერთ გორის ოთხი შვილის გამოსახულებებიც იყო. ექსპერტების ვარაუდით სამარხში არისტოკრატი ამენრენეფი იყო დაკრძალული, რომელიც ფარაონ თუთმოს III-ის ამალის წევრი იყო.

არქეოლოგიური ჯგუფის წევრი მირიამ სეკო ალვარესი აღნიშნავს, რომ მუმიების ქსოვილში გახვევის პრაქტიკა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 4500 წლიდან არსებობს.

 ლუქსორში 500 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, ქალაქის რაიონში უამრავი ტაძარი და აკლდამაა. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, მაგრამ ბოლო დროს ლუქსორი, ისევე როგორც მთელი ეგვიპტე „არაბული გაზაფხულის“ გამო კრიზისს განიცდის. ქვეყანაში ასევე ტერაქტებიც არის გახშირებული.

 თუთმოს III მცირე ასაკში გამეფდა და 53 წელი 10 თვე და 26 დღე მართავდა ეგვიპტეს. იგი ფარაონთა მე-18 დინასტიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც ახალ სამეფოში მეფობდნენ. თუთმოს III მსოფლიოში დიდი სამხედრო ლაშქრობებით არის ცნობილი. მისი სამეფო ნილოსის სათავეებთან იწყებოდა და მესოპოტამიაში ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებამდე იყო გადაჭიმული. ამ ფარაონის პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო შორს ვრცელდებოდა