მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ეთიოპიაში  მივიწყებულ ქალაქს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა ეთიოპიაში მივიწყებულ ქალაქს მიაკვლიეს

ბრიტანელი არქეოლოგების  ჯგუფმა აღმოსავლეთ ეთიოპიაში მივიწყებული ქალაქი ჰარლა აღმოაჩინა, რომელიც ჩვენს ერამდე Х საუკუნეშია აგებული. ქალაქის შიგნით XII საუკუნის მეჩეთს მიაკვლიეს. ოდესღაც ჰარლას  გოლიათების ქალაქს უწოდებდნენ.

 ქალაქი ჰარლა ხელოსნობისა და ვაჭრობის რეგიონული ცენტრი იყო, ჰყვება პროფესორი ტიმოტი ინსოლი, ბრიტანული ეკსეტერის უნივერსიტეტიდან. მისი სიტყვებით, ქალაქის ხელოსნები ბიჟუტერიისა და საიუველირო ნაწარმის დამზადებაში იყვნენ დახელოვნებულები.

„ჰარლის მოსახლეობა ნარევი იყო. იგი ადგილობრივებისა და უცხოელებისგან შედგებოდა. ისინი ვაჭრობას წითელი ზღვის, ინდოეთის ოკეანის და შესაძლოა არაბეთის ნახევარკუნძულის რეგიონების ქვეყნებთანაც აწარმოებდნენ. ქალაქში აღმოჩენილი არტეფაქტები ჩამოტანილია მადაგასკარიდან, მალდივის კუნძულებიდან, იემენიდან და ჩინეთიდან.

„ეს აღმოჩენა თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას არქეოლოგებისგან მივიწყებული ეთიოპიის ამ კუთხეზე“,  ამბობს პროფესორი ინსოლი.

ადრე ეგონათ, რომ ამ ადგილას ოდესღაც გოლიათები ცხოვრობდნენ, იმდენად დიდი ქვებით იყო ნაგები შენობები. „ჩვენ ეს რა თქმა უნდა უარვჰყავით, მაგრამ ჩვენი არ სჯერათ“, - ამბობს ინსოლი ამ ადგილობრივი ლეგენდის შესახებ.

 მეცნიერები აპირებენ ადგილობრივი სასაფლაოდან 300 ნეშთის ანალიზს, რათა გაარკვიონ თუ რას მიირთმევდნენ უძველეს დროს დაკრძალული ადამიანები. გათხრები მომავალ წელს გაგრძელდება.