მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა ფარაონ ამენჰოტეპ III-ის და მისი მფარველი ომის ქალღმერთის ქანდაკება იპოვეს

არქეოლოგებმა ფარაონ ამენჰოტეპ III-ის და მისი მფარველი ომის ქალღმერთის ქანდაკება იპოვეს

ლუქსორთან მომუშავე არქეოლოგებმა გათხრებისას იპოვეს უძველესი ეგვიპტის მეფე ამენჰოტეპ III-ის დიდი ქანდაკება მისი მფარველი ქალღმერთ სეხმეტის ქანდაკების ნაწილებთან ერთად.

პროექტის ფარგლებში მემნონის კოლოსის და ამენჰოტეპ III-ის ტაძრების გათხრები მიმდინარეობდა. წლების მანძილზე მდინარე ნილოსის ადიდებითა და ძლიერი მიწისძვრების შედეგად მათ ნანგრევებში მრავალი რამ დაიკარგა.

ამენჰოტეპ III-ის შავი გრანიტის ქანდაკება  გამოსახულია მჯდომარედ.  იგი 248 სმ სიმაღლისაა, 61 სმ სიგანის.

„ესაა უძველესი ეგვიპტის ქანდაკებებს შორის ერთ-ერთი შედევრი. ის გასაოცარი ოსტატობით არის შესრულებული,“ თქვა პროექტის დირექტორმა ასოუროზიანმა ShramOnline-ში. ასევე აღნიშნა, რომ ქანდაკებაზე მეფის სახე ახალგაზრდულად გამოიყურება, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ის მისი მეფობის ადრეულ წლებში შესრულდა.

გუნდმა ფარაონის მსგავსი მეორე ქანდაკება 2009 წელს იპოვა. ის დღეს უძველესი ეგვიპტური  ლუქსორის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. სამომავლოდ ფიქრობენ, რომ ამენჰოტების ტაძარს აღდგენა ჩაუტარდება, სადაც ქანდაკებას დააბრუნებენ და საბოლოოდ დარჩება.

ეგვიპტის სიძველეების მინისტრის მაჰმუდ აფიფის თქმით, გათხრებისას სეხმეტის 66 ქანდაკების ნაწილებიც იპოვეს. ზოგ მათგანში ღვთაება მჯდომარედ არის გამოსახული, ზოგში კი სიცოცხლის სიმბოლო ანხსის სკიპტრა უჭირავს. მრავალ ქანდაკებაში მისი ლომის თავი კარგად შემოინახა.

სეხმეტის ქანდაკებები იპოვეს ტაძარის თაღოვანი დარბაზის და შიდა ეზოს შორის, სადაც არქეოლოგები კედლის პოვნას ვარაუდობდნენ. ახალი აღმოჩენები მეცნიერებს საშუალებას მისცემს უკეთ გაერკვან ტაძრის არქიტექტურაში.

ტაძარი ძვ.წ.ა. 27 წელს ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა, რამაც მისი სვეტები და კედლები დაანგრია. ლომის თავიანი ქალღმერთის ქანდაკებები ამ ყველაფერს გადაურჩნენ. სოუროზიანმა ShramOnline-ს განუცხადა, რომ ისინი შეიძლება უკან დააბრუნონ, როცა პროექტი დამთავრდება.