მნიშვნელოვანი სიახლეები
არქეოლოგებმა შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის არტეფაქტები აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა შოტლანდიაში განძი აღმოაჩინეს, რომელიც ბრინჯაოს ხანით თარიღდება. აღმოჩენილი ლითონის ნაკეთობები, მეცნიერთა აღნიშვნით ძალიან იშვიათი ხელოვნებით არის შექმნილი. განსაკუთრებით გამოირჩევა მოოქროვილი შუბის ბუნი და ძველი მახვილი.

შოტალნდიურ ქალაქ კარნუოსტში, რომელიც თავისი გოლფის მინდვრებით არის პოპულარული, GUARD Archaeology-ის სამსახურმა მიწის ნაკვეთის შესწავლის დავალება მიიღო - მასზე საფეხბურთო მოედანი უნდა აეგოთ. კვლევის დროს ცხადი გახდა, რომ სპეციალისტებმა რაღაც უჩვეულო აღმოაჩინეს: მიწაში ჩამარხული დასახლება, რომელიც ადრე ბრინჯაოს ხანით თარიღდება. დასახლების ტერიტორია 12 ხის სახლს და სხვადასხვა ნივთებს მოიცავდა. ამჟამად იგი შოტლანდიაში ბრინჯაოს ხანის ყველაზე დიდი ობიექტია. იგი იმ პერიოდს შეიძლება მივაკუთვნოთ, როცა რეგიონი უკვე კარგად იყო ათვისებული.

 თავისთავად ცხადია, რომ აღმოჩენილი განძის ფასეულობა ექსპერტებმა უნდა განსაზღვრონ. იმისათვის რომ ნივთები ნაკლებ დაზიანებულიყო, არქეოლოგებს 80 კილოგრამიანი მიწის პლასტის ერთიანად ამოღება მოუწიათ.

 უნდა აღინიშნოს, რომ არტეფაქტები საკმაოდ მყარია და ზოგ ბრინჯაოს ნივთზე ორგანიკის კვალი ახლაც შეინიშნება. მათ შორისაა სხვადასხვა თასმები და დანის ქარქაშები.

სავარაუდოთ დასახლება კელტამდელი პერიოდის უნდა იყოს, ვინაიდან კელტური კულტურა რკინის ხანაში ჩამოყალიბდა. არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ ამ აღმოჩენით შეავსებენ იმ დროით ღრეჩოს რომელიც კელტამდელ პერიოდს განეკუთვნება.