მნიშვნელოვანი სიახლეები
არსებობს თუ არა უძველესი ბაბილონის გოდოლის მეცნიერული მტკიცებულება? (+ვიდეო)

არსებობს თუ არა უძველესი ბაბილონის გოდოლის მეცნიერული მტკიცებულება? (+ვიდეო)

მსოფლიოს ნახევარი ბიბლიას სისულელედ მიიჩნევს, მეორე ნაწილს კი ის ღვთის სიტყვა ჰგონია. გამოჩნდა პროფესორი, რომელიც არაა არც ერთი რელიგიის მიმდევარი და აცხადებს, რომ უძველეს ბაბილონურ თიხის ფირფიტებში შესაძლოა არსებობდეს მტკიცებულება, რომ ბაბილონის გოდოლი ნამდვილად არსებობდა.

ლინგვისტთა შორის არსებობს თეორია ერთი საერთო ფუძე ენის შესახებ, რომელზეც პირველი ადამიანები საუბრობდნენ. ბიბლიის დაბადების მე-11 თავში იგივე აზრი წერია.

„და ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა. და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და დამკვიდრდნენ იქ.“

დამკვიდრებულმა ხალხმა კოშკის აშენება გადაწყვიტეს, რომელიც ცას აწვდებოდა და მათ დიდ სახელს მისცემდა სანამ მთელს ქვეყანაზე გაიფანტებოდნენ. ღმერთმა დაინახა მათი საქმიანობა და გადაწყვიტა მათთვის ენა აერია, რადგან საერთო ენით ყველაფრის გაკეთებას შეძლებდნენ. ღმერთმა ისინი მთელს მსოფლიოში მიმოფანტა და ენები აურია, რითაც შეწყდა კიდეც გოდოლის შენება.

რა თქმა უნდა ბიბლიური ვერსია განსხვავდება ლინგვისტთა თეორიისგან.

მაგრამ გოდოლთან დაკავშირებით ლონდონის უნივერსიტეტის ბაბილონიის პროფესორი ენდრიუ ჯორჯი მიიჩნევს, რომ ქალაქ ბაბილონის უძველეს თიხის ფირფიტებში იპოვა გოდოლის არსებობის მტკიცებულება.

თიხის გამომწვარი ფირფიტა, რომელსაც დოქტორი ჯორჯი სწავლობდა ბაბილონიაში (დღევანდელ ერაყში) საუკუნის წინ აღმოაჩინეს და პირად საკუთრებაში ინახება. იქ მოთხორბილია როგორ გამოიყურებოდა ზიგურათი და მისი შვიდი საფეხური. ფირფიტაზე გამოსახულია მეფე თავისი კონუსისებური ქუდით, ასევე ნაგებობა,  ხოლო ქვემოთ წარწერა მოგვითხრობს კოშკის მშენებლობაზე.

„ესა მტკიცებულებაა, რომ ბაბილონის გოდოლის ისტორია ნამდვილ ამბავზეა დაფუძვნებული და ის მართლა არსებობდა,“ თქვა დოქტორმა სმიზსონიანმა. „თავში ჩვენ გვაქვს კოშკის საფეხურების... ასევე მამაკაცის გამოსახულება, რომელსაც კონუსებური ქუდი და კვერთხი აქვს. ქვემოთ გვაქვს ტექსტი, სადაც იკითხება: ეტემენანკი, ბაბილონის ზიგურათი. ეს ნიშნავს „ქალაქ ბაბილონის ზუგურათი კოშკი/ტაძარი. მის გვერდით კი მისი მშენებლის გამოსახულებაა.“

დოქტორი ჯორჯის თარგმანის მიხედვით კოშკის მშენებლობაზე ვიგებთ შემდერგს:

„ზემო ზღვიდან [ხმელთაშუა ზღვა] ქვემო ზღვამდე [სპარსეთის ყურე] შორეული მიწებიდან  მცხოვრები ხალხები მე მოვიყვანე, რათა ბაბილონიის ზიგურათი ამეშენებინა.“

„მას შემდეგ რაც დარვინმა ეჭვი შემოიტანა სამყაროს ექვს დღიან შექმნის ისტორიაში, ხალხმა დაიწყო იმის ძიება, თუ კიდე რა შეიძლება ყოფილიყო ბიბლიაში ტყუილი,“ უთხრა დოქტორმა ჯორჯმა Israel News. „მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული ასირიელი მეფეები მართლაც არსებობდნენ და არქეოლოგიური კველვებითაც დაამტკიცეს. ეს ყველაფერი გვაიძულებს ვიკითხოთ, კიდე რა შეიძლება ბიბლიაში იყოს სიმართლე?“

მკვლევარები ადრეც ფიქრობდნენ, რომ მეფე ნაბუქოდონოსორ II იყო ბაბილონიის ზიგურათი მაშენებელი. ფირფიტა ამ აზრს უფრო ამყარებს.

ქალაქი ბაბილონი დაახლოებით ძვ.წ.ა. 2300 წელს დაარსდდა და დღევანდელი ბაღდადის სამხრეთიდან 80 მილის სიშორეზეა. ხეთებმა ბიბილონი ძვ.წ.ა. 1595 წელს აიღეს, მაგრამ ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ.ა. 612 წელს ქალაქის აღდგენა დაიწყო, აშენებდა ახალ ნაგებობებს და აღადგენდა ძველს.

არქეოლოგთა ვარაუდით ბაბილონის გოდოლი 300 ფუტის სიმაღლის უნდა ყოფილიყო. შენობიდან მხოლოდ სანახევრო ნანგრევებიღა შემორჩა.