მნიშვნელოვანი სიახლეები
აშურბანიფალი: უძველესი სამეფო ბიბლიოთეკა 30 000-მდე თიხის ფირფიტით

აშურბანიფალი: უძველესი სამეფო ბიბლიოთეკა 30 000-მდე თიხის ფირფიტით

აშურბანიფალის სამეფო ბიბლიოთეკა ხშირად „პირველ ბიბლიოთეკად“ იხსენიება ან „ყველაზე ძველი ბიბლიოთეკა მსოფლიოში რაც კი აღმოუჩენიათ“. ბიბლიოთეკა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნინევიაში. ის აშურბანიფალის მეფობისას  ნეო-ასირული იმპერიის დედაქალაქი იყო. აშურბანიფალის სამეფო ბიბლიოთაკა 30 000-მდე თიხის ფირფიტისგან შედგება, რომელზეც ტექსტი ლურსმლურად წერია. ტექსტებში შედის, როგორც სახელმწიფო ჩანაწერები, ისე ლიტერატურული და სამეცნიერო წიგნები.

აშურბანიფალის მმართველობა

აშურბანიფალი ხშირად ნეო-ასირული იმპერიის ბოლო ძლიერ მმართველად იწოდება, რომელიც ძვ.წ.ა. 668 და 627 წლებს შორის მმართავდა. ამ პერიოდში იმპერიამ გააფართოვა თავისი საზღვრები. მასში შედიოდა ბაბილონია, სპარსეთი, სირია და ეგვიპტე. ამრიგად აშურბანიფალი პოპურალური მონარქი იყო. ის ასევე ცნობილია თავისი მტრების წინააღმდეგ სიმკაცრით. თუმცა, ყველაზე დიდი მიღწევა მისი ბიბლიოთეკა იყო.

აშურბანიფალი არ იზრდებოდა როგოც მომავალი მეფე, რადგან მას უფროსი ძმა სინ-იდინა-აფლა ჰყავდა. მაგრამ მისი ძმა ძვ.წ.ა. 672 წელს გარდაიცვალა და ის მემკვიდრედ გამოცხადდა. რადგან თავდაპირველად მას სამეფო მმართველობისთვის არ ზრდიდნენ, ის მწერლობაში იყო გაწაფული. ამგავარად მან იცოდა წერა-კითხვა და მრავალ დარგში იყო განსწავლული, როგორიცაა მათემატიკა, ქიმია, ასტრონომია. ამგვარად იმპერიის სტაბილიზების შემდგომ აშურბანიფალმა გადაწყვიტა სამეფო ბიბლიოთეკის აშენება.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

ძველი სპარსული და სომხური წყაროების მიხედვით ალექსანდრე დიდმა აშურბანიფალის ბიბლიოთეკა ნინევიაში მოინახულა. ამით შთაგონებულს სურდა წიგნები ბერძნულად ეთარგმნა და საკუთარი დიდი ბიბლიოთეკა აეშენებინა. მართალია მაკედონელმა დამპყრობელმა ვერ მოასწრო ამ ოცნების ასრულება, მაგრამ მისმა გენერალმა პტოლემეიმ, შემდგომ ეგვიპტეში გამეფისას დაიწყო ამაზე მუშაობა და ახლად აშენებულ ალექსანდრიაში დიდი ბიბლიოთეკა დაარსა.

შემორჩენილი ბიბლიოთეკიდან

აშურბანიფალის ბიბლიოთეკა დაკარგულად ითვლებოდა მე-19 საუკუნემდე. 1850-იან წლებში ბრიტანეთის მუზეუმი ნინევიას მიდამოში გათხრებს აწარმოებდა. ამ დროს მათ  სამეფო ბიბლიოთეკას მიაგნეს. აღმოჩენა სერ ოსტინ ჰენრი ლაიარდმა გააკეთა. ნინევიას გათხრები 1930-იან  წლებამდე გაგრძელდა. კვლევის შედეგად  30 000-მდე თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს.

აშურბანიფალის ბიბლიოთეკა რამოდენიმე მიზეზის გამო მნიშვნელოვნად რჩება. დასაწისისთვის თიხის ფირფიტების რაოდენობით ეს უძველესი ტექსტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა. იქ შედის არა მარტო სახელმწიფო დოკუმენტები, არამედ ცოდნა მედიცინაზე, ასტროლოგიაზე, მეცნიერებაზე, პოეზიასა და გეოგრაფიაზე. ბიბლიოთეკის წიგნებიდან ყველაზე ცნობილია გილგაშემის ეპოსის ერთ-ერთი ვერსია. ხშირად ის ყველაზე ადრეულ შემორჩენილ ლიტერატურულ ნიმუშად ითვლება. ამ აღმოჩენამ მეცნიერებს ხელი შეუწყო უკეთ შეესწავლათ ახლო აღმოსავლეთის ისტორია.

დღეისთვის შეიქმნა აშურბანიფალის ბიბლიოთეკის პროექტი, რომელიც ერაყისა მოსულისა და ლონდონის მუზეუმების თანამშრომლობით მოქმედებს. ის 2002 წელს დაიწყო და პროექტის მიზენია აშურბანიფალის ბიბლიოთეკას „სიცოცხლე დაუბრუნონ“ დოკუმენტების ტექსტების გამოცემით. იმედოვნებენ, რომ პროექტი  ხალხის ინტერესს ახლო აღმოსავლეთისადმი უფრო გააღვიძებს.