მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი აღმოჩენა უძველეს ქალაქ ჰიპონთან (+ვიდეო)

ახალი აღმოჩენა უძველეს ქალაქ ჰიპონთან (+ვიდეო)

2000 წელს ისრაელის ჰაიფას უნივერსიტეტის ზინმანის ინსტიტუტის დახმარებით ისრაელის უძველეს ქალაქ ჰიპონ–სუსიტას, გათხრების პროექტი დაიწყო. ამ წლიდან მოყოლებული საერთაშორისო ჯგუფი გათხარებს აწამოებდა ერთი თვით ყოველ წელს, სულ 15 გათხრითი სეზონი ჩატარდა უძველესი ქალაქის მიდამოებში, რომელიც მდებარეობს გალილის ზღვიდან 2 კილომეტრის მოშორებით. ბოლო სამი წლის გათხრებმა  რამოდენიმე გამაოცებელი აღმოჩენა გამოიწვია, რამაც საშუალება მოგვცა უკეთ შეგვესწავლა ჰიპონის ნეკროპოლისი, სახალხო შენობების კომპლექსები და თუ როგორი იყო საბოლოო რეგიონალური მმართველობის მდგომარეობა, რომელიც დასრულდა ახ.წ.ა. 749 წელს მიწისძვრის გამო.

undefinedundefinedundefined

2015 წლის გათხრები ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ პანის ნიღბი იქნა აღმოჩენილი. ეს ძველი ბერძნული წარმართული არტეფაქტი თარიღდება ძვ.წ.ა. I საუკუნიდან ახ.წ.ა.–ის  I-II საუკუნეებს შორის პერიოდით. ეს ნიღაბი ადამიანის თავის ზომაზე ბევრად დიდია და ძალიან იშვიათია.