მნიშვნელოვანი სიახლეები
ახალი ტექნოლოგიებით ვეზუვის ნაცარ ქვეშ გასაოცარი  რომაული შედევრი იპოვეს

ახალი ტექნოლოგიებით ვეზუვის ნაცარ ქვეშ გასაოცარი რომაული შედევრი იპოვეს

გამდნარი ლავა, ვულკანური ფერფლი, ჭვარტლი, მარილი, ნესტი - ეს ყველაფერი შეხვდა რომაული ქალის პორტრეტს. მეცნიერთა ახალი გამოკვლევით, ახალი თაობის მაღალი რეზოლუციის X-სხივის ტექნოლოგიებით, შეძლებენ აღმოაჩინონ ორიგინალური, აქამდე უცნობი გასაოცარი მხატვრობები. ეს ტექნოლოგია შესაძლოა დაეხმაროთ ნახატის და სხვა ხელოვნების ნიმუშების აღდგენაში.

მკვლევარებმა თავიანთი ნაშრომი ამერიკული ქიმიკოსთა საზოგადოების 25-ე ნაციონალურ შეხვედრაზე წარადგინეს.

„ახალი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს დავინახოდ ნახატები, რომელიც აქამდე შიშველი თვალისთვის შეუმჩნეველი იყო“ - თქვა პროფესორმა ელეონორა ლე ფედერიკომ შეხვედრაზე.

წაშლილი ისტორია

ჰერკულანეუმი იყო უძველესი რომაული დასახლება, რომელიც ქალაქ პომპეის მახლობლად მდებარეობდა და ახ.წ.ა. 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევისას განადგურდა. საუკუნეების განმავლობაში ჰერკულანეუმი 66 ფუტის ფერფლში იყო დამალული. მე-19 საუკუნეში მისი გათხრებისას მრავალი ფრესკა დაზიანდა სინესტის გამო და 70 წლის შემდეგ დაიკარგნენ. დელ ფედერიკო, პრატის ხელოვნებისა და მეცნიერების ინსტიტუტიდან, მუშაობდა მათი ხელახალი აღმოჩენისთვის.

შემონახვის მეცნიერება

ჰერკულანეუმის კონსერვაციაზე მუშაობისას დელ ფედერიკომ და მისმა კოლეგებმა ახალი ტექნოლოგიებით კედლის მხატვრობები შეისწავლეს, რომლებიც დაკრისტალებული მარილისა და ტალახის ფენებს შორის იყო.

ასეთი კვლევა პირველად ჩატარდა, რადგან მკველვარებმა უახლესი მაკრო X-სხივის რეზოლუციის ინსტრომენტები გამოიყენეს. სკანირებისთვის და ანალიზისთვის, რის შედეგადაც იპოვეს პირველი ქალის გამოსახულება. ამ ინსტრუმენტების მეშვეობით მეცნიერებს საშუალება ეძლევათ ნახატი შეხების და გადაადგილების გარეშე შეისწავლონ. ხელსაწყოები ნახატის სურათს ქმნიან მასში შემავალი ელემენტების მიხედვით, როგორიცაა რკინა, ტყვია და სპილენძი.