მნიშვნელოვანი სიახლეები
ახლადნაპოვნი ეგვიპტური სამარხი მამაკაცის და მისი ცოლის ფერადოვანი ფრესკებით

ახლადნაპოვნი ეგვიპტური სამარხი მამაკაცის და მისი ცოლის ფერადოვანი ფრესკებით

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი და ფერადოვანი სამარხი ეგვიპტეში, ეს მეორე მსგავსი აღოჩენაა ამ თვეში, ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის განცხადებით. სამინისტროს და ამერიკის მკვლევართა ჯგუფის ერთბლივმა მუშაობამ შესაძლებელი გახადა ორივე სამარხის აღმოჩენა.

undefined

ეგვიპტური სტილი

მკვლევარებმა ახალი T–ს ფორმის სამარხი იპოვეს ცენტრალურ ეგვიპტეში, ნილოსთან მდებარე ქალაქ ლუქსორში. სამარხი ეკუთვნის სა–მუტს. ის სავარაუდოდ ცხოვრობდა მე–18 საუკუნის დინასტიის სამეფოში, ან ძვ. წ.ა. 1543 და 1292 წლებს შორის, როგორც განაცხადა ეგვიპტის სიძველეთა მინისტრმა.

სა–მუტი და მისი ცოლი ტა ხაეეტი სამარხის ბათქაშის კედლებზე გამოხატული არიან ლამაზ ფერადოვან დახატულ სცენებზე. სამარხს ასევე აქვს დარბაზი და დაუმთავრებელი პალატები, განაცხადეს სამინისტროს მოხელეებმა.

სამარხზე შეინიშნება ანტიკურ ხანაში გაქურდვის კვალი, როგორც ჩანს კედლის ზოგი წარწერა და ნახატი წინასწარ განზრახულად იყო დაზიანებული.

undefinedundefined

ყოველდღიური მოვლენები

კედლის ნახატები სა–ტუმის და მისი ცოლის ახლადაღმოჩენილ სამარხებში გამოსახავენ ყოველდღიურ საქმიანობას. ეს ახალი სამარხი აღმოჩენილია ამ თვეში აღმოჩენილი მეორე სამარხის აღმოსავლეთით. სავარაუდოდ ისინი ერთი და იგივე პერიოდში აშენდა და ერთ შიდა ტერიტორიას ინაწილებენ, განაცხადეს სამინისტროში.

მეორე სამარხი ეკუთვნის მამაკაცს სახელად ამენხოტეპს, ის ასევე მოიხსენება რებიუს სახელითაც. ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის მაჰმუდ ელ–დამატის ცნობით, რებიუ სიცოცხლის განმავლობაში სავარაუდოდ ღმერთ ამონს კარისკაცად მსახურობდა.

უძველესი არტეფაქტები

დამსხვრეული ნარჩენები ახლადაღმოჩენილი სამარხის იატაკზე ყრია.

undefined

იეროგლიფები

ლამაზ სურათებთან ერთად სამარხის კედლები მოხატულია იეროგლიფებით.